ცნობილი ექიმების კუზანოვების რძალი ნინო ნადირაძე თავადაც ექიმი და კლინიკის დირექტორი გახლავთ. ამავდროულად, არის წამყვანი ტელეგადაცემების "პრაიმ შოუ" და "იმუნიტეტი".
ნინოს და გუგა კუზანოვს ორი შვილი ჰყავთ, ბაია, რომელიც ასევე პლასტიკური ქირურგია და კუზანოვების კლინიკაში მუშაობს კიდეც ამ მიმართულებით, და ბაბუის - ივა კუზანოვის მოსახელე ივიკო, რომელიც უკვე სტუდენტია.
ნინო ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მკაცრი მშობლები ჰყავდა და თავადაც არ არის მაინცდამაინც "თბილი" დედა, თუმცა შვილებთან მეგობრობს და მათ გადაწყვეტილებებს ყოველთვის პატივს სცემს. დღეს ნინომ, მისი და ივიკოს მიმოწერა გაასაჯაროა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ბიჭმა პირველი ტატუ გაიკეთა და ამის შესახებ დედას მიმოწერით აცნობა. პოსტს კი წააწერა: "ჩემი სახელი მაინც დაეწერა, არადა ტანჯვით გავაჩინე...".
"უნაკლო გაგაჩინე და ძალით გახდი ნაკლოვანი", - ასეთია ნინოს კომენტარი ივიკოს ტატუზე, თუმცა ბიჭი იმედოვნებს, რომ მშობლები ამ სიახლეს შეეგუებიან.
თეკლა ჟვანია