თბილისის მერი და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე გერმანიაში იმყოფება, სადაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს და ისტორიაში პირველად, მასში საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს.
კალაძე გერმანიაში ცოლ-შვილთან ერთად გაემგზავრა. ფოტოებზე მის გვერდით მისი მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე და ოთხივე ვაჟი არიან.