საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი - იხილეთ საგამოცდო ცენტრები და მათთან მისასვლელი მარშრუტები - მშობლები

საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი - იხილეთ საგამოცდო ცენტრები და მათთან მისასვლელი მარშრუტები

2024-06-20 13:40:08+04:00

გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალს აქვეყნებს.

ქალაქ თბილისის №39 საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, გლდანის I მ/რ;

ქალაქ თბილისის №103 საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, მესხეთის ქ. №72;

ქალაქ თბილისის №133 საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, ვარდისუბნის ქ. №8;

ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, დიღმის მას. მე-3 კვ.

ქალაქ თბილისის №175 ა საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ.;

ქალაქ თბილისის №175 ბ საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ;

ქალაქ თბილისის №177-ე საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, დავით ჯაბიძის ქ. N 38 (გლდანი, მე-5 მ/რ);

ქალაქ თბილისის №191 საჯარო სკოლა - ქ. თბილისი, დავით ჯაბიძის ქ. №30;

ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლა - ქ.თბილისი, ჩარგლის ქ. 34;

ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლა - ქ. ქუთაისი, ნიკეას №44;

ქალაქ ქუთაისის №23 საჯარო სკოლა - ქ. ქუთაისი, არაყიშვილის ქ. №15;

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის № 41 ფიზიკა- მათემატიკური საჯარო სკოლა - ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქ. №127;

ქალაქ ამბროლაურის №1 საჯარო სკოლა - ქ. ამბროლაური, ვ. კობახიძის ქ. №2;ი

ლია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა - ქ. ბათუმი, დ. თავდადებულის 47;

ქალაქ ბათუმის №10 საჯარო სკოლა - ქ. ბათუმი, ივანე ჯავახიშვილის ქ. 66;

ქალაქ ბათუმის №14 საჯარო სკოლა - ქ. ბათუმი, ინასარიძის ქ. №11;

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის №2 საჯარო სკოლა - ქ. ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №9;

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის №3 საჯარო სკოლა - ქ. ფოთი, ზამბახიძის ქ. №3;

ქალაქ ზუგდიდის №4 საჯარო სკოლა - ქ. ზუგდიდი, ცოტნე დადიანის ქ. №10;

ქალაქ გორის №3 საჯარო სკოლა - ქ. გორი, დ. ამილახვარის ქ. №26;

ქალაქ თელავის №8 საჯარო სკოლა - ქ. თელავი, თამარის ქ. №69;

ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლა - ქ. ახალციხე, მიქუტიშვილის ქ. №2;

ქალაქ რუსთავის № 15 საჯარო სკოლა - ქ. რუსთავი, მე-8 მ/რ;

დაბა ხულოს საჯარო სკოლა - დ. ხულო, შავაძის ქ. №3.

2024 წლის გამოცდებისათვის საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით.

იხილეთ ჩამონათვალი:

მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე;

მეტრო „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით №191, №177 და №39 სკოლებამდე;

მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე;

მეტრო „დიდუბის“ (წერეთლის გამზირის მხარეს) ამოსასვლელიდან №147 საჯარო სკოლამდე.

საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.