"არ დაინდეს, ჯგუფურად სცემეს..." - ვინ არის ცემით მოკლული 19 წლის ბიჭი და რას ამბობენ ოჯახის ახლობლები - მშობლები

"არ დაინდეს, ჯგუფურად სცემეს..." - ვინ არის ცემით მოკლული 19 წლის ბიჭი და რას ამბობენ ოჯახის ახლობლები

2024-06-22 12:56:38+04:00

ვარკეთილში, ფიზიკური ანგარიშსწორებისას დაშავებული 19 წლის ახალგაზრდა მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.შაკო ისაევისგადარჩენას ექიმები 15 ივნისიდან მოყოლებული ცდილობდნენ. ახალგაზრდა კლინიკაში თავის უმძიმესი ტრავმით შეიყვანეს, რომელიც ახალგაზრდამ ვარკეთილში, ქუჩური გარჩევის დროს მიიღო.

  • ჯგუფური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

როგორც ოჯახის წევრები"ტვ პირველს"უყვებიან, ქუჩურ გარჩევაში 3-ზე მეტი პირი იყო ჩართული. ისინი დამნაშავეების

"ორივე ძმა ნაცემია, უფროსს ძმას გაუმართლა უბრალოდ, უბრალოდ შაკუნა არ დაინდეს, ჯგუფურად სცემეს. 10-15 კაცი სცემდა მგონი. ტანზე დაზიანებები ბავშვს არ ჰქონდა, თავზე ჰქონდა, ანუ თავში ურტყეს", - ამბობს ოჯახის წევრი.

საქართველოს პროკურატურა თბილისში ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულ 3 პირს ბრალდებას დაუმძიმებს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურამ გაავრცელა.

იხილეთ სრულად