ვარკეთილში, ფიზიკური ანგარიშსწორებისას დაშავებული 19 წლის ახალგაზრდა მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.შაკო ისაევისგადარჩენას ექიმები 15 ივნისიდან მოყოლებული ცდილობდნენ. ახალგაზრდა კლინიკაში თავის უმძიმესი ტრავმით შეიყვანეს, რომელიც ახალგაზრდამ ვარკეთილში, ქუჩური გარჩევის დროს მიიღო.
როგორც ოჯახის წევრები"ტვ პირველს"უყვებიან, ქუჩურ გარჩევაში 3-ზე მეტი პირი იყო ჩართული. ისინი დამნაშავეების
"ორივე ძმა ნაცემია, უფროსს ძმას გაუმართლა უბრალოდ, უბრალოდ შაკუნა არ დაინდეს, ჯგუფურად სცემეს. 10-15 კაცი სცემდა მგონი. ტანზე დაზიანებები ბავშვს არ ჰქონდა, თავზე ჰქონდა, ანუ თავში ურტყეს", - ამბობს ოჯახის წევრი.
საქართველოს პროკურატურა თბილისში ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულ 3 პირს ბრალდებას დაუმძიმებს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურამ გაავრცელა.