საგამოძიებო ჟურნალისტურმა ჯგუფმა"პროექტმა"რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთის ლიდერისრამზან კადიროვისშესახებ გამოძიება გამოაქვეყნეს. როგორ მოვიდა დიქტატორი ხელისუფლებაში და რა დანაშაულები ჩაიდინა ჩეჩნეთის მმართველობის 20 წლის განმავლობაში.
საგამოძიებო ნამუშევარი ვრცელია და მასში დეტალურად არის აღწერილი კადიროვების კლანის აღზევება, გამდიდრება, მკვლელობების სერია და დეტალები ჩეჩნეთის ლიდერის ჰარამხანის შესახებ, სადაც არაერთი არასრულწლოვანიც მოხვედრილა. ისტორიები მძიმეა, ალბათ ბევრი თქვენგანი ახლა გაიგებს, რომ კადიროვის 14 შვილს სხვადასხვა დედები ჰყავთ.
რამზან კადიროვი გაუმაძღარია ქალების მიმართ - ასე იწყება გამოძიების ის ნაწილი, სადაც ლიდერის ჰარამხანაზე გვიყვებიან. ჩეჩნეთის ლიდერს ჰყავს რამდენიმე მუდმივი ცოლი, თუმცა რუსეთის კანონმდებლობა კრძალავს მრავალცოლიანობას. მას ასევე ჰყავს არაერთი ხარჭა. ხარჭა - არ არის ზუსტი ტერმინი, როგორც კადიროვის ორი ნაცნობი განმარტავს, მათთან ურთიერთობისას ჩეჩნეთის ლიდერმა ადგილობრივ მოლას უბრძანა ე.წ. ნიკა, ანუ ისლამური ქორწინება გაეფორმებინა. ასე აზღვევენ გოგონებს სიძვის ბრალდებებისგან, თუმცა ეს მათ არ შველის. ჩეჩნეთში ბევრი ლამაზი გოგონაა, რომლებიც კადიროვის ყოფილი ხარჭების სტიგმით ცხოვრობენ. ისინი ცოლად არავის მოჰყავს.
ჩეჩნეთში საიდუმლო არ არის, რომ კადიროვს ჰარემი აქვს.
გამოძიებამ დაადგინა ყველა იმ ქალის ვინაობა, რომელიც ამ სახელების უკან იმალებოდა. ეთიკური მიზეზების გამო, გამოძიებამ თავი შეიკავა ყველა მათგანზე საუბრისგან, თუმცა ზოგიერთი ქალის ისტორია იმდენად მძიმეა, რომ მისი იგნორირება შეუძლებელია - მათი ამბები ნათლად ასახავს ჩეჩნეთის მმართველის სრულიად არაადამიანურ სახეს.
გაიცანით ჩეჩნეთის ლიდერის მთავარი ცოლები: მედნი კადიროვა, ფატიმა ხაზუევა, ამინატ ახმადოვა და ზამირა (პასპორტის მიხედვით ინდირა) ძაბრაილოვა.
მედნი კადიროვას შესახებ ყველამ იცის - რამზანი ოფიციალურად წარადგენს მას, როგორც თავის ერთადერთ მეუღლეს. მედნი ისევე როგორც კადიროვის ყველა სხვა ქალი, ძალიან მდიდარია. ძვირადღირებული ქონების დამალვის მიზნით, კადიროვის პირველ მეუღლეს ფიქტიური ვინაობაც კი მოუგონეს - მას მეორე პასპორტი აქვს მედნი მუსაევის სახელზე.
კადიროვის პროპაგანდა ირწმუნება, რომ მედნიმ რამზანს 42 წლის ასაკში 14 შვილი გაუჩინა, რაც რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. საქმე ისაა, რომ კადიროვი ართმევს შვილებს თავის ხარჭებს.
რამზანისა და ფატიმას არაოფიციალური ქორწინება ცალკე ისტორიაა. ხაზუევამ ჩეჩნეთის ისტორიაში ერთადერთ სილამაზის კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. კონკურსი 2006 წლის გაზაფხულზე გაიმართა. რეალურად კი ის სპეციალურად რამზანისთვის ჩატარდა და ღონისძიებას მაყურებელიც კი არ ჰყავდა, რაც მორალზე ზრუნვით ახსნეს. სინამდვილეში რამზანმა სპეციალურად თავისი ქალებისთვის შოუ დადგა.როდესაც ხაზუევამ მეორე ადგილისთვის პრიზი მიიღო, რამზანისგან შვილს ელოდებოდა. მაშინ ფატიმა 14 წლის იყო, ის ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდა. ელი იმ წლის ბოლოს დაიბადა. ფატიმას კადიროვისგან კიდევ 2 შვილი ჰყავს და ისინიც მედნი კადიროვას შვილებად არიან წარმოდგენილნი.