გერმანიაში საქართველო-ჩეხეთის მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველი გულშემატკივარი ნაკრების წევრისსაბა ლობჟანიძისცრემლებმა გულგრილი არ დატოვა. ფეხბურთელი ბოლო მომენტში გაშვებულ საგოლე შანსს განიცდიდა. საბასთან დასამშვიდებლად ნაკრების მწვრთნელივილი სანიოლიცმივიდა.
ლობჟანიძე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრია.
29 წლის ნახევარმცველი თბილისში დაიბადა. საბა ათი წლიდან ნორჩი "დინამოელი" იყო და მისი საკლუბო კარიერაც თბილისის "დინამოში" დაიწყო. სხვადასხვა გუნდის გამოცვლის შემდეგ, დღეს ამერიკულ "ატლანტა იუნაიტედში" თამაშობს.
"გაინტერესებთ, რატომ ავირჩიე "ატალანტა იუნაიტედი"? იმიტომ, რომ ეს არის კარგი გუნდი, რომელიც საინტერესო იყო ჩემთვის თავისი ისტორიით.
მე თბილისელი ვარ, საქართველოს დედაქალაქიდან. ჩემი ქვეყანა ულამაზესია. იქ ყველაფერია - მთა, ზღვა, დიდებული ბუნება... ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო...
მამას ძალიან უყვარს სპორტი. ჯერ კიდევ ჩემი უფროსი ძმები ვარჯიშობდნენ, მაგრამ მათ არ ჰქონიათ რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება. ფეხბურთზე რომ შევედი, მხოლოდ 4 წლის ვიყავი. მაშინდელ ამბებს რომ ვიხსენებ, სხვები გაცილებით უფროსები იყვნენ - 5, 6, 7 წლისანი... მათ შორის მე ყველაზე უმცროსი ვიყავი...
ჩემი მეტსახელია "ლობო". ასე მეძახიან საქართველოს ნაკრებში. ჩემი გვარის შემოკლებული ვარიანტია. ან ეს, ან საბა... საკუთარ თავს როგორ დავახასიათებდი? ჩემი აზრით, ვარ კონკურენტუნარიანი, მშრომელი და მიზანსწრაფული..." განაგრძეთ კითხვა