ზაფხულში ბავშვის დაბადების დღის ორიგინალურად და ეკონომიურად აღნიშვნის საშუალება ალბათ უფრო მეტია, ვიდრე ზამთარში. ეს იმიტომ, რომ ამინდის წყალობით ღია ცის ქვეშ აქტივობები ბავშვისთვის უკვე დღესასწაულია. მხოლოდ ერთი პრობლემა აფუჭებს ყველაფერს: რთულია მეგობრების შეკრება, რადგან უმრავლესობა დასასვენებლადაა, მაგრამ კარგი იდეა სულ პატარა წრეში ჩატარებულ დაბადების დღის წვეულებას დაუვიწყარს გახდის.
გთავაზობთ რამდენიმე საზაფხულო იდეას ბავშვის დაბადების რის აღსანიშნად
თუ თქვენ მოახერხებთ იუბილარის გარდა რამდენიმე ბავშვის შეკრებას ან გყავთ დიდი ოჯახი, მაშინ შეგიძლიათ შემოიფარგლოთ ჩვეულებრივი პიკნიკით მარტივი საჭმელებით და დაიქირაოთ ანიმატორი ორი საათის განმავლობაში. მაშინ დღესასწაული ბევრად უფრო მხიარული გახდება. პროფესიონალი ბავშვებს გაამხიარულებს, უფროსები კი ამ წუთში საკუთარი საქმეებით იქნებიან დაკავებულნი.
დღესასწაულისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი თემა: "ბარბი",“სპაიდერმენი“ ,"პატარა ქალთევზა", „მიკი მაუსი“, ხალხური ზღაპრის გმირები, პოპულარული ვიდეო თამაშები და ა.შ. შეგიძლიათ წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი და ნახატი გამოუქვეყნოთ ჟურნალ "საბავშვო კარუსელში". ეს უფასოა და არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს. თუ ფინანსური საშუალება გაქვთ, შეგიძლიათ თქვენს შოუს დაამატოთ საპნის ბუშტების შოუ, სახის მოხატვა და მრავალი სხვა.
ბუნების მოყვარულებისთვის შეგიძლიათ შეკრიბოთ რამდენიმე კაციანი ჯგუფი (აუცილებლად უნდა იყოს რამდენიმე ზრდასრული, რომელიც ბავშვებს უყურებს) და წახვიდეთ მოკლე ლაშქრობაში. ამისათვის უმჯობესია აირჩიოთ ბანაკი ან აპრობირებული ადგილი წყალთან ახლოს, სადაც შეგიძლიათ კარვების გაშლა და ღამის გათევა ველურ პირობებში. კარგი იქნება თუ ვინმემ იცის გიტარაზე დაკვრა.
სათანადო ატმოსფეროს სრულად შესაქმნელად, აანთეთ ცეცხლი, მოამზადეთ ქაბაბი ან სხვა კერძი გრილზე. მაგრამ აუცილებლად თან იქონიეთ მზა საჭმელი, რომლის მომზადებასაც დიდი დრო არ სჭირდება, რადგან ბავშვებს შეიძლება მოთმინება არ ეყოთ. ასევე, იუბილარს და მის მეგობრებს, სავარაუდოდ, დააინტერესებთ შამფურზე მწვადის და დიდი მარშმელოუს შეწვა.
თუ იუბილარი სკოლამდელი ასაკისაა, შეგიძლიათ დილით სიურპრიზი გაუკეთოთ: დაუდეთ საჩუქარი კარავში და უთხარით, რომ ციყვმა მოიტანა.
ნებისმიერ სანდო პარკში, წინასწარ დამალეთ "განძი". ეს შეიძლება იყოს ნივთი, თუნდაც შოკოლადის მონეტებით სავსე ლამაზი ზარდახშა.
შექმენით რამდენიმე დავალება (არაუმეტეს ხუთი). თითოეული დავალების სწორად შესრულების შემდეგ, თქვენ აძლევთ მინიშნებას, თუ სად ვეძებოთ საგანძური. ბავშვების ასაკიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს ვიქტორინა კითხვებით ან მკაფიო ინსტრუქციებით ფორმატში: იპოვეთ ჩრდილოეთი კომპასის გამოყენებით, დათვალეთ 15 ნაბიჯი, იპოვეთ ლენტი ხეზე.
პროგრამა უნდა გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი საათისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვები დაიღლებიან. ასეთი ქვესტიის შემდეგ შეგიძლიათ პიკნიკი მოაწყოთ ან უახლოეს კაფეში ლანჩზე წახვიდეთ.
ეს ვარიანტი საუკეთესოდ შეეფერება გარე სივრცეში დაბადების დღის აღნიშვნას. მთავარია, თითოეული მონაწილისთვის მშრალი ტანსაცმელის წინასწარ მოამზადოთ.
წყლის თოფად ასევე შესაძლებელია საპნის ბუშტების აპარატების გამოყენება. დაიყავით ორ გუნდად და შეიმუშავეთ წესები თქვენი გემოვნებით.
მოიტანეთ ბუშტების რამდენიმე ნაკრები და მათი გასაბერი ხელსაწყო. ამით შეგიძლიათ მოიფიქროთ მინიმუმ ორი გასართობი:
ღია ცის ქვეშ დაბადების დღე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ტყეში კარვებით უნდა წახვიდეთ. შეგიძლიათ პატარა მეგობრულ ჯგუფთან ერთად გასართობ პარკში წახვიდეთ და ატრაქციონებზე გაერთოთ. პარკში წასვლამდე შეადგინეთ სურვილების სია: რა უნდოდა თქვენს შვილს იმ დღეს. შესაძლოა მას დიდი ხანია დროებითი ტატუს გაკეთება უნდა და თქვენ უარი უთხარით. ან თმის შეღებვა. ზოგჯერ ტკბილეულსაც კი შეუძლია დიდი სიხარულის მოტანა. არჩევანი თქვენზეა, უბრალოდ, იმ დღის სურვილი უნდა იყოს ის, რასაც ყოველდღიურად ვერ უსრულებთ.
თუ დიდ ჯგუფს ვერ აგროვებთ, შეგიძლიათ გარე აუზიან სასტუმროში დაბინავდეთ. აირჩიეთ დასასვენებელი ადგილი, სადაც არის ბავშვებისთვის გასართობი, მაგალითად, სათამაშო მოედანი, ადაპტირებული აუზი, ახლოს არის მუზეუმები და სხვა გასართობები.
ეს იქნება გარემოს შეცვლა, გექნებათ საშუალება, იბანაოთ აუზში. ადგილობრივ რესტორანში კი შეგიძლიათ წინასწარ შეუკვეთოთ ტორტი ან დესერტი დაბადების დღისთვის სანთლებით, რომელსაც ბავშვი ჩააქრობს.