Webster University Georgia-ს საზაფხულო სკოლაში აბიტურიენტების რეგისტრაცია დაიწყო - მშობლები

Webster University Georgia-ს საზაფხულო სკოლაში აბიტურიენტების რეგისტრაცია დაიწყო

2024-06-25 12:15:22+04:00

Webster University Georgia 8-16 ივლისს ინგლისურენოვან სოციალურ მეცნიერებათა საზაფხულო სკოლას "Your Journey for Tomorrow - Summer Exploration in Social Sciences" აწყობს. სკოლა განკუთვნილია მათთვის, ვინც უკვე დაასრულა მე-11 კლასი და აბიტურიენტობისთვის ემზადება. ინტერაქტიური სესიები გაიმართება შემდეგი მიმართულებით: ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო ურთიერთობები და ფსიქოლოგია. სესიებს შორის კი მონაწილეებისთვის სახალისო აქტივობები იგეგმება.

როგორც Webster University Georgia-ში განმარტავენ, საზაფხულო სკოლის სპიკერები იქნებიან:

  • ნინო კვარიანი - ფსიქოლოგიის მაგისტრი, ფსიქოკონსულტანტი, Georgian Institute of Psychosynthesis-ისა და საკონსულტაციო ცენტრ Safekhuri-ის დამფუძნებელი;
  • მელიქ ალკანი - საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი, საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ სწავლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით;
  • არიან მატინი - ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, მარკეტინგის მიმართულების მაგისტრი. მისი კვლევითი ინტერესებია მდგრადი განვითარება, მომხმარებელთა ქცევა და ციფრული მარკეტინგი. სხვადასხვა ბიზნეს სტრუქტურებში მუშაობისა და ლექტორობის 10 წლიანი გამოცდილებით.

საზაფხულო სკოლა სრულად დაფინანსებულია Webster University Georgia-ს მიერ. მასში მონაწილეობისთვის საჭიროა მსურველები დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე და გამოგზავნოთ სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე. რეგისტრაციის ბოლო ვადა 30 ივნისია.

R