ვაგრძელებთ ციკlს შაქრიანი დიაბეტის შესახებ ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. დღევანდელ თემას “გლიკემიის თვითკონტროლი” უძღვება თსსუ ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს პედიატრ-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი მარინა გორდელაძე.
სტატიის სპონსორია: კორეული წარმოების ქეარსენსის გლუკომეტრი და ჩხირები.
შაქრიანი დიაბეტის წარმატებული მართვისათვის ბინის პირობებში, აუცილებელია თვითკონტროლი. რეგულარული და სწორი თვითკონტროლი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ გლუკოზის ნორმასთან ახლო ან ნორმული მაჩვენებლები. ეს აუცილებელი პირობაა დიაბეტური გართულებების თავიდან ასაცილებლად!
ეს ამოცანები მიიღწევა სისხლში გლუკოზის განსაზღვრით, რასაც პაციენტი და მისი ოჯახის წევრები უნდა ახორციელებდნენ დამოუკიდებლად.
მოცემულ მომენტში სისხლში გლუკოზის დონე მიუთითებს:
ყველა დიაბეტიან პირს უნდა ჰქონდეს სახლში გლუკოზის განსაზღვრის ინდივიდუალური საშუალება-გლუკომეტრი, რომელსაც გამოიყენებს გლუკოზის სწრაფი და სწორი განსაზღვრისთვის, სამედიცინო პერსონალის ჩარევის გარეშე.
გლუკომეტრები მარტივია მოხმარებისათვის, უზრუნველყოფენ შედეგის მაღალ სიზუსტეს, საშუალებას გვაძლევენ სწაფად მივიღოთ შედეგი მინიმალური ზომის სისხლის წვეთის საშუალებით, რაც შეუცვლელს ხდის მათ გამოყენებას არა მხოლოდ ბინის პირობებში, არამედ ნებისმიერ სხვა ადგილას - ბუნებაში, სტუმრად, კაფეში, სკოლაში და ა.შ.
კონკრეტული ფირმის გლუკომეტრისათვის გამოიყენება მისი შესაბამისი ტესტ-ჩხირები. გარდა ამისა, გლუკომეტრს აქვს ელექტრონული მეხსიერება, რომელიც ასახავს შედეგებს გაზომვის თარიღის მიხედვით, რაც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ გლუკოზის საშუალო მაჩვენებელი რეტროსპექტულად.
გლუკომეტრები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ზომით, ფორმით, შედეგის მიღების სისწრაფით, სისხლის წვეთის მოცულობით, მეხსიერების მოცულობით, ფასით და ა.შ.
სასურველია ბავშვისათვის შეირჩეს ისეთი გლუკომეტრი, რომელიც აღჭურვილია სისხლის აღების კაპილარული სისტემით, რაც უზრუნველყოფს გლუკოზის სარწმუნო მაჩვენებლებს სისხლის მინიმალური წვეთის გამოყენებით. თუ ვიყენებთ ისეთ გლუკომეტრებს, რომელიც საშუალებას გვაძლევს სისხლის მიღება მოხდეს არა თითიდან, არამედ სხვა ალტერნატიული ადგილებიდან, მაგ. მხარი, წინამხარი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში გლუკოზა ისაზღვრება არა სისხლში, არამედ უჯრედშორის სითხეში, რომელშიც გლუკოზის გადასვლა ხდება შედარებით უფრო გვიან, ვიდრე სისხლში. მოზარდებისათვის საინტერესო იქნება ისეთი გლუკომეტრები, რომლებიც დაკავშირებულია კომპიუტერთან.
ზოგ გლუკომეტრში საანალიზოდ გამოიყენება პლაზმა, ზოგში სისხლი. ისეთ გლუკომეტრებში, რომლებშიც გამოიყენება სისხლის პლაზმა, გლუკოზის მაჩვენებელი 10-12%-ით უფრო მაღალი იქნება კაპილარულ მაჩვენებლებთან შედარებით, თუმცა გამოხატული ჰიპერგლიკემიის დროს ეს განსხვავება პრაქტიკულად ისპობა.
გლუკომეტრის მეშვეობით სისხლში გლუკოზის პირველი, დამოუკიდებელი განსაზღვრა უნდა მოხდეს ექიმის ან ექთნის თანდასწრებით, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ სწორედ იქნა ათვისებული ანალიზის ჩატარების ტექნიკა. სასურველია ინდივიდუალური გლუკომეტრის მაჩვენებელი შედარდეს სტაციონარული ბიოქიმიური ანალიზატორის მაჩვენებლებს. გლუკომეტრი ითვლება ზუსტად, თუ მიღებულ მაჩვენებლებს შორის სხვაობა არ აღემატება 20%-ს.
სისხლის წვეთის მიღება ხდება ჩხვლეტისათვის განკუთვნილი სპეციალური ავტომატური ხელსაწყოთი - ლანცეტით.
რა სიხშირით უნდა ვაკონტროლოთ გლუკოზა?
ინტენსიფიცირებულ ინსულინთერაპიაზე ანუ ინსულინის მრავალჯერად ინექციებზე მყოფ პაციენტთა უმრავლესობისათვის ოპტიმალურია დღეში გლიკემიის 4-ჯერადი განსაზღვრა: 3-ჯერ ძირითადი კვების წინ და მეოთხედ - ძილის წინ. (როცა ვსარგებლობთ გლუკომეტრით). CGM სისტემის გამოყენებისას გლიკემია აუცილებლად უნდა შედარდეს ამ წერტილებში (ამავე დროს შეგიძლიათ შეადაროთ სხვა წერტილებშიც ჩხვლეტის გარეშე) და ნებისმიერ სხვა წერტილებშიც.
უნდა გვახსოვდეს, რომ გლიკემიის უფრო ხშირი განსაზღვრა (4-ზე მეტი) შეიძლება დაგვჭირდეს:
გარდა ამისა, თუ გაქვთ ქვემოთჩამოთვლილი სიმპტომები:
აუცილებლად უნდა გაისინჯოთ სისხლში გლუკოზა 02.00 - 04.00 სთ-ს შორის, რათა გამორიცხოთ ღამის ჰიპოგლიკემია.
თვითკონტროლის წარმოებისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:
ნებისმიერმა ზემოთჩამოთვლილმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის მომატება ან დაქვეითება. ამის შესაფასებლად სისხლში გლუკოზა განსაზღვრულ უნდა იქნას დღეღამეში რამოდენიმეჯერ.
ლანცეტის მეშვეობით შეიძლება ინდივიდუალურად შეირჩეს ჩხვლეტის სიღრმე, რაც მათ გამოყენებას ხდის უმტკივნეულოს. ჩხვლეტა უნდა განხორციელდეს თითის გვერდით ზედაპირზე და არა შუაში. ამ შემთხვევაში კანის ტრამვა მცირეა და ნაჩხვლეტიც მალე ხორცდება. თუ სისხლი ცუდად მოდის, შეიძლება გაიკეთოთ მასაჟი, დაიბანოთ ხელები თბილი წყლით. სისხლის წვეთი უნდა დავიტანოთ ტესტ-ჩხირზე, რომელიც გლუკომეტრის სახეობის მიხედვით უკვე მოთავსებულია გლუკომეტრში ან შემდეგ ხდება მისი შეყვანა. რამოდენიმე წამში ეკრანზე ჩნდება შედეგი. გარდა ამისა, ეკრანზე შეიძლება გაჩნდეს რამდენიმე წარწერა, რომელიც მიგვითითებს შემდეგზე:
Er - შეცდომა, რაღაც არ გააკეთე სწორად;
Low - სისხლში შაქარი ძალიან დაბალია;
High - სისხლში შაქარი ძალიან მაღალია.
შედეგის სიზუსტე დამოკიდებულია ტესტ-ჩხირების სახეობაზე, მათი შენახვის პირობებსა და ვადებზე, თქვენს მიერ მოხმარების წესების სწორ ფლობაზე.
არ შეიძლება სისხლის წვეთის დამატება ტესტ-ჩხირზე, მისი ე.წ. გათხაპვნა!
ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გაუთვალისწინებლობამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გლუკოზის განსაზღვრის შედეგებზე. ესენია:
R