"დღეს პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, პირველი ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა.
პროექტი "წიგნიერების გამავრცელებელმა საზოგადოებამ" ასოციაცია "საქართველოსთან" ერთად განახორციელა.
დიდი მადლობა ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს პოლონეთში - გიორგი გეთიას და სოფიკო ჯანჯღავას.
დიდი მადლობა საქართველოს საპატიო კონსულს ქალაქ ვროცლავში ვოიჩეხ ვრობელს", - ვკითხულობთ კეკელიძის პოსტში.
მისივე ინფორმაციით ა.წ. ზაფხული-შემოდგომის განმავლობაში სამკითხველოები კიდევ შემდეგ ქალაქებში გაიხსნება:
სტამბოლი (თურქეთი);
ათენი (საბერძნეთი);
ერევანი (სომხეთი);
ბრიუსელი, ლიეჟი (ბელგია);
კელნი, კარლსრუე (გერმანია);
ამსტერდამი (ჰოლანდია).