როგორ მოხვდა ლიონში გაზრდილი გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში - ფეხბურთელი ფრანგული ელფერით - მშობლები

როგორ მოხვდა ლიონში გაზრდილი გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში - ფეხბურთელი ფრანგული ელფერით

2024-06-27 00:59:24+04:00

ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივარმაგიორგი მიქაუტაძისსახელი უკვე კარგად იცის. 23 წლის მიქაუტაძემ 18 ივნისს ევრო 2024-ზე თურქეთის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი სწორედ მან გაიტანა. მიქაუტაძის გოლი ისტორიულია - ეს არის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიერ პირველი გატანილი ბურთი.

საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი გიორგი ქართულად 100%-ით გამართულად ვერ საუბრობს, თუმცა ცდილობს, რომ უფრო კარგად ისწავლოს. ამბობს, რომ შინ მშობლებთან ქართულად ლაპარაკობს და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ქართული ენა იცის.

ერთი წლის წინ ქართველ ფეხბურთელს საფრანგეთშიGeoteam-მა ჩააკითხა.ვრცელი ინტერვიუდან რამდენიმე საინტერესო დეტალს გიზიარებთ:

გიორგის თქმით, ფეხბურთში ყველაზე მეტად ბოლო წუთზე გატანილი გოლები უყვარს.

"ყველაზე მეტად მიყვარს ბოლო წუთებზე გოლის გატანა, 0-0, ან 1-1 რომ არის და შენი გოლით რომ გადაწყვეტ მოგებას“, - ამბობს ფეხბურთელი. განაგრძეთ კითხვა