ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივარმაგიორგი მიქაუტაძისსახელი უკვე კარგად იცის. 23 წლის მიქაუტაძემ 18 ივნისს ევრო 2024-ზე თურქეთის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა და ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი სწორედ მან გაიტანა. მიქაუტაძის გოლი ისტორიულია - ეს არის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიერ პირველი გატანილი ბურთი.
საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი გიორგი ქართულად 100%-ით გამართულად ვერ საუბრობს, თუმცა ცდილობს, რომ უფრო კარგად ისწავლოს. ამბობს, რომ შინ მშობლებთან ქართულად ლაპარაკობს და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ქართული ენა იცის.
ერთი წლის წინ ქართველ ფეხბურთელს საფრანგეთშიGeoteam-მა ჩააკითხა.ვრცელი ინტერვიუდან რამდენიმე საინტერესო დეტალს გიზიარებთ:
გიორგის თქმით, ფეხბურთში ყველაზე მეტად ბოლო წუთზე გატანილი გოლები უყვარს.
"ყველაზე მეტად მიყვარს ბოლო წუთებზე გოლის გატანა, 0-0, ან 1-1 რომ არის და შენი გოლით რომ გადაწყვეტ მოგებას“, - ამბობს ფეხბურთელი. განაგრძეთ კითხვა