4 შვილის მამა, ყოფილი წარმატებული ფეხბურთელი და კიდევ უფრო წარმატებული მწვრთნელი - ამბები ვილი სანიოლზე - მშობლები

4 შვილის მამა, ყოფილი წარმატებული ფეხბურთელი და კიდევ უფრო წარმატებული მწვრთნელი - ამბები ვილი სანიოლზე

2024-06-27 15:29:13+04:00

ფრანგი ვილი სანიოლი 2021 წლიდან წვრთნის საქართველოს ნაკრებს და მართლაც დიდ წარმატებებს მიაღწია.

ვილი დევიდ ფრედერიკ სანიოლი 1977 წლის 18 მარტს არის დაბადებული საფრანგეთის ქლაქ სენ-ეტიენში. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაიწყო 1995 წელს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბში, მის მშობლიურ „სენტ-ეტიენში“ დაიწყო. 1997-2000 წლებში თამაშობდა ფრანგულ კლუბ „მონაკოში“. კარიერის უმეტესი წლები გაატარა გერმანულ კლუბ „ბაიერნში“ (2000-2009).

willy-sagnol-2007-1719489000.jpg

მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში შედგა 2000 წლის 15 ნოემბერს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში, სადაც საფრანგეთმა თურქეთის ნაკრებს 4-0 სძლია. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ყოფნისას მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 2002, ევროპის 2004, მსოფლიოს 2006 და ევროპის 2008 წლის ჩემპიონატებში. განსაკუთრებულად მეგობრობდა იმ წლებიდან ცნობილ ფრანგ ფეხბურთელ ზინედინ ზიდანთან.

gettyimages-71374401-612x612-1719489000.jpg

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სანიოლმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. 2011-2014 წლებში იყო საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი. 2013 წელს დაინიშნა საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად; 2014-2016 წლებში „ბორდოს“ მთავარი მწვრთნელი იყო, 2017 წელს - ბაიერნის მწვრთნელის ასისტენტი. იმავე წლიდან, კარლო ანჩელოტის კლუბიდან წასვლის შემდეგ სანიოლი ბაიერნის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. 2021 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა.

sagnol-180624-750x368-1719489000.jpg

431582067-394480390008645-2492301213488094357-n-773x380-1719489123.jpg

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ჰყავს მეუღლე - შარლოტ გვენდოლინ-სანიოლი და ოთხი შვილი.

3a3e7856-6870-4c6d-bf23-e17904c0ce4b-1719488999.jpg3d48f355-edfb-4d04-882b-f61346e1a211-1719489000.jpgead4648e-00ee-40a1-b946-a44dfb8b990d-1719489123.jpg