ალბათ გეცნობათ სიტუაცია, როცა ბავშვი გვერდიდან არ შორდება დედას და თვალს თუ მოეფარა, წუხილს და ტირილს იწყებს.
მარტო დარჩენის შიში ბავშვის პიროვნული ჩამოყალიბების პროცესის ბუნებრივი ეტაპია; უფრო მეტიც, ეს ჩვევა 1,5-2 წლამდე არაპირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ ბავშვი ნორმალურად ვითარდება და აცნობიერებს, რომ დედა განსაკუთრებული ადამიანია და მისი სითბოს გარეშე დარჩენის რისკი არსებობს. თავდაპირველად ასეთი აღმოჩენა აშინებს პატარას და აიძულებს მას ყველგან გაჰყვეს საყვარელ ადამიანს, თვალთახედვიდან არ მოშორდეს. 2-2,5 წლის ასაკში ბავშვის ზედმეტად დამოკიდებულება დედაზე მთავრდება და 3 წლის ასაკში მას უკვე შეუძლია გარკვეული დროით მშობლების გარეშე დარჩენა.
თუ ბავშვი ამ ასაკის მერეც არ ტოვებს დედას, ტირის, თუნდაც მცირე ხნით განშორებისას, არ უშვებს მშობლებს არსად და არ აძლევს მათ არავისთან კომუნიკაციის საშუალებას, ეს არის სიგნალი იმისა, რომ ფიზიოლოგიური შიში აკვიატებად გადაიქცა და შეიძლება ნევროზული შიშში გადაიზარდოს.. გართულებების თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება მალე უნდა გაარკვიოთ ამ ქცევის მიზეზები, რათა ბავშვს დამშვიდობება და დროებითი განშორება სწავლოთ.
ზოგჯერ მშობლები თავად უწყობენ ხელს ასეთი ჩვევის ჩამოყალიბებას: გამუდმებით გვერდით არიან და წამითაც არ აძლევენ მარტო დარჩენის საშუალებას. ამ შემთხვევაში, უფროსებმა მიდგომა უნდა შეცვალონ და წაახალისონ იმისთვის, რომ თავად შეისწავლონ მათ გარშემო არსებული სამყარო. ბავშვს დამოუკიდებლად თამაში 1,5-2 წლის ასაკიდან უნდა ასწავლოთ. სხვა ოთახში შესვლისას დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი ჩართულია საინტერესო აქტივობაში.
მაგალითად, შესთავაზეთ აჭამოს დათუნიას, სანამ მისაღებში სარეცხს უთოვებთ. პატარას ცოტა ხნით მარტო ყოფნის საშუალება მიეცით, ყოველ ყოველ გაშრიალებაზე კარებთან ნუ გაიქცევით, თუ გეძახით, ხმამაღლა გამოეხმაურეთ და მშვიდად უთხარით: „აქ ვარ, მალე მოვალ“. თუ ბავშვი სწრაფად დამშვიდდება, განაგრძეთ თქვენი საქმე. თუ ატირდა, მიუახლოვდით და გაარკვიეთ აღშფოთების მიზეზი. შესაძლოა მანქანა დივანს უკან გადაუვარდა ან უბრალოდ სწყურია. დისკომფორტის აღმოფხვრის შემდეგ, ჩართეთ მშვიდი მუსიკა ან მიეცით საყავრელი სათამაშო და ისევ გადით. თანდათან გაზარდეთ მარტო დარჩენის დრო და, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად იყავით, რომ პირველივე გამოძახებისას კარის ზღურბლზე გამოჩნდეთ.
ზოგიერთი ბავშვი ძალიან ღელავს, როცა საყვარელი ადამიანი მხედველობის არედან იკარგება, თუნდაც რამდენიმე წუთით, რადგან ეჩვენებათ, რომ განშორება სამუდამოდ გაგრძელდება.თუ სახლიდან გადიხართ, ბავშვმა თავი მარტოდ არ უნდა იგრძნოს, ამიტომ მამას ან ბებიას მოუწევს გასართობი პროგრამის შექმნა და მტელი დროის ბავშვისთვის დათმობა. ამავდროულად, აუცილებელია ბავშვისთვის რწმენის გამომუშავება, რომ დედა აუცილებლად დაბრუნდება.
ითამაშეთ თამაშები, რომლებიც აჩვენებენ, რომ საგნები და ადამიანები შეიძლება გაქრნენ მხედველობიდან და შემდეგ კვლავ გამოჩნდნენ. ეს დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. დაიმალეთ კარის უკან ან დივნის უკან, ჰკითხეთ: "სად ვარ?" შემდეგ მალევე გამოჩნდით ღიმილით და უთხარი: "აი, მე ვარ!" დრო, როდესაც დედა არ ჩანს, თანდათან უნდა გაიზარდოს. დაიწყეთ რამდენიმე წამით, გაზარდეთ ინტერვალი რამდენიმე წუთამდე ერთი კვირის განმავლობაში. იმისათვის, რომ ბავშვმა დამალვის დროს თავი თავდაჯერებულად იგრძნოს, მუდმივად ჰკითხეთ მას: „სად წავიდა დედა? სად არის დედა?" თუ ის ჯერ კიდევ ძალიან ნერვიულობს, შეგიძლიათ მხოლოდ სახე დამალოთ, ხელით ან ბალიშით დაიფაროთ. იგივე შეიძლება გაკეთდეს თქვენი საყვარელი სათამაშოთი. როდესაც ბავშვი შეეგუება ასეთ ხრიკებს, მისთვის გაცილებით ადვილი გახდება ხანმოკლე განშორების ატანა.