თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლეს - დიზაინერ ანუკი არეშიძეს 1 ივლისს დაბადების დღე ჰქონდა. კალაძემ ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში შემდეგი ტექსტით: "გილოცავ, ჩემო სიყვარულო, სამუდამოდ!" იქვე პასუხობს ანუკი: "მიყვარხარ ძალიან".
წყვილი უკვე 15 წელია ერთად არის და 4 შვილს ზრდის.
ცოტა ხნის წინ წყვილი ოჯახურად იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც ნაკრების ფეხბურთელებს გულშემატკივრობდნენ.