წარმატებული თურქი მოდელის გზა კინოში და საყვარელი მამაკაცი, რომელიც წლების მერე დაიბრუნა - მშობლები

წარმატებული თურქი მოდელის გზა კინოში და საყვარელი მამაკაცი, რომელიც წლების მერე დაიბრუნა

2024-07-02 13:52:05+04:00

სერენაი სარიკაიას თურქული კინოს მოყვარულები კარგად იცნობენ. თურქი მსახიობი და მოდელი რამდენიმე სერიალით გახდა პოპულარული და ასევე, ცნობილ მსახიობებთან რომანებით.

სერენაი 1992 წლის 1-ელ ივლისს არის დაბადებული ანტალიაში. ბავშვობიდან დაკავებული იყო მუსიკითა და სპორტით - ახლა მშვენივრად თამაშობს კალათბურთს, ფრენბურთს და ჩოგბურთს.

6 წლის იყო, როცა მშობლები განქორწინდნენ და დედასთან ერთდ რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ქალაქი. საბოლოოდ სტამბულში დასახლდა, სადაც დაამთავრა სტამბულის ლიცეუმის თეატრალური განყოფილება.

მოზარდობიდან გადადგა პირველი ნაბიჯები სამოდელო კარიერაში. 15 წლისამ პრაღაში გამართულ საბავშვო სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და მეოთხე ადგილზე გავიდა. 2010 წელს "მის თურქეთზე" მოიპოვა მეორე ადგილი. ამ კონკურსის მერე თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი მოდელი გახდა. ხშირად ჩნდება ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე და ცნობილ ბრენდებს არეკლამებს, მაგალითად, Head & Shoulders-ის სახეა თურქეთში.

5b0bb07e61543d6dd0080de01d628c37-1719922840.jpg

ff2891444db4fe287b2cff41471b5761-1719922840.jpgm503kvjkwwx91-1719922840.jpg

კინოშიც გაუმართლა და საინტერესო როლებთან ერთად, ჯილდოებითაც არის განებივრებული. 2014 წელს მიიღო "ოქროს პეპელა" ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის სერიალში "მოქცევა". იმავე წელს გახდა თურქეთის წლის სახე. აღსანიშნავია, რომ იმავე ცერემონიაზე აღიარეს წლის მამაკაცად თურქი ვარსკვლავი კერემ ბიურსინი, რომელმაც პირველად აქ ნახა სერენაი და მოგვიანებით მათ შორის რომანიც გაჩაღდა.

scale-1200-3-1719922841.pngscale-1200-1-1719922841.png6007f8a1d4272-1719922840.jpg

მათი რომანი 2015 წლიდან დაიწყო და მთელი თურქეთი წერდა ამაზე. ერთად მიიღეს მონაწილეობა სამოსის კომპანია "მავის" რეკლამაში და სწორედ მაშინ გაჩაღდა ურთიერთობა. 4 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს და ამბობენ, კერემი ხელის თხოვასაც აპირებდა, თუმცა სერენაი არ ჩქარობდა და გაოფიციალურებას გაექცა.

728x546-1-1ba39b5b4697a8a31a171f127ca34cb2960x720-0xac120004-13465274451688051038-1719922840.jpeg

მერე ამბობდნენ, რომ წყვილი ერთმანეთს ვერ იტანდა და გაურბოდა კიდეც. ამასობაში კერემმა რომანი გააჩაღა ჰანდე ერჩელთან, ხოლო სერენაი კომიკოს ჯემ ილმაზს ხვდებოდა, რომელიც მასზე 20 წლით უფროსია.

unnamed-1719922842.jpg

უკვე 2023 წლის ზაფხულში თურქულ პრესაში გამოჩნდა ცნობები, რომ კერემი და სერენაი ისევ ერთად არიან და კიდევ ერთი შანსი მისცეს თავიანთ რომანს. ვნახოთ, ამჯერად როგორ განვითარდება მოვლენები.

35-1-4712899229958505181-original-1719922840.jpgscale-1200-1719922842.jpgserenay-sarikaya-dan-32-nci-yas-paylasimi-1719861857-61-small-1719922842.jpg