ძალადობის ბრალდება, ხმაურიანი რომანები ცნობილ ქალებთან და ყოფილი მოცეკვავის კინოკარიერა - მშობლები

ძალადობის ბრალდება, ხმაურიანი რომანები ცნობილ ქალებთან და ყოფილი მოცეკვავის კინოკარიერა

2024-07-07 14:38:13+04:00

ოზან გიუვენი თანამედროვე თურქული კინოს ვარსკვლავია, საკმაოდ ხმაურიანი და კაშკაშა. 49 წლის მსახიობმა ტელესერიალებით გაითქვა სახელი, რომლებშიც ძირითადად მთავარი, თუმცა უარყოფითი როლები აქვს ხოლმე და საკმაოდ ბევრი ჯილდოც.

კინომდე სანამ მივიდოდა, სულ სხვა მიმართულებით ვითარდებოდა - თანამედროვე ცეკვებით იყო გატაცებული და სტამბოლის კონსერვატორიაში შესაბამისი განათლებაც მიიღო. თუმცა 1998 წლიდან კინოში მოხვდა და პირველი დიდი აღიარება "დიდებულმა საუკუნემ" მოუტანა, სადაც ვერაგ რუსტემ ფაშას ასახიერებდა.

mv5bowqyy2u5nzgtmzcymi00yty5lwi2zmutnja2nte3ywmzntk0xkeyxkfqcgdeqxvyntc0njy1odk-1720421936._V1_.jpg

პირადი ცხოვრება არანაკლებ მრავალფეროვანი აქვს, ვიდრე როლები. საკმაოდ ადრე დაქორწინდა რეჟისორ ტიურკან დარიაზე, რომელთანაც ვაჟი ჰყავს - ალი ატეში. დარიას 2010 წელს გაშორდა.

600x400-0xd42ee430-9688163881422635462-1720422538.jpeg

2014 წლიდან 2015 წლამდე საკმაოდ მგზნებარე რომანი ჰქონდა მერიემ უზერლისთან, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს "დიდებული საუკუნის" გადაღებებზე გაიცნო. მაშინ გიუვენს შეყვარებული ჰყავდა, თუმცა ისე მოიხიბლა მერიემით, დაშორდა შეყვარებულს და ყველაფერს ცდილობდა მერიემის მოსახიბლად. იმ პერიოდში მერიემს საქმრო ჰყავდა, რომლისგანაც მოგვიანებით შვილიც გააჩინა და დიდი დრამებიც გადაიტანა. ამიტომ 2014 წლამდე მხოლოდ მეგობრობის შეთავაზება შეეძლო გიუვენისთვის.

600x600-0xd42ee430-15310854521422635468-1720422839.jpeg

f8a22de8-8dea-4e20-8924-94dd0002260e-1720422810.jpg

შემდეგ კი ერთწლიანი რომანი აკავშირებდა ცნობილ წყვილს, რომელიც მაინც განშორებით დასრულდა.

შემდეგ იყო კიდევ ერთი ხმაურიანი რომანი, რომელიც სკანდალით დასრულდა და დღემდე გრძელდება. კიდევ ერთ მსახიობ დენიზ ბულუცუზთან ურთიერთობა ჩხუბითა და დავიდარაბით დასრულდა. 2020 წელს დენიზმა ოზანს პოლიციაში უჩივლა, შემდეგ ოზანმა საპასუხო სარჩელი შეიტანა და დღემდე გრძელდება სასამართლო პროცესი.

998a97d2-8bde-43ac-b872-d6b6cd7b3ade-1720423075.jpg

56208eee-2ffa-47c1-9fa7-891e28c56639-1720423076.jpg

ოზანს მას მერე კიდევ ჰქონდა რამდენიმე რომანი, თუმცა აღარ დაქორწინებულა. როლებით კი კვლავაც განებივრებულია და ქმნის ახალ-ახალ სახეებს.

ozan-guven-500x500-1720423230.png