"ვისაც მიყოლებით ჰყავს ბავშვები გაჩენილი, ისინი გამიგებენ. 5 წლის განმავლობაში ან ორსულად ვიყავი ან ლაქტაციაში" - ანი ბებია დედობის ახალ ეტაპზე - მშობლები

"ვისაც მიყოლებით ჰყავს ბავშვები გაჩენილი, ისინი გამიგებენ. 5 წლის განმავლობაში ან ორსულად ვიყავი ან ლაქტაციაში" - ანი ბებია დედობის ახალ ეტაპზე

2024-07-02 16:40:42+04:00

მსახიობი ანი ბებია, რომელიც ამავე დროს ორი შვილის დედაა, დედობის ახალ ეტაპზე გადავიდა. უკვე მისმა მეორე შვილმა - სემმაც დაასრულა ბუნებრივი კვება. ამის შესახებ ანი სოციალურ ქსელში წერს და საკუთარ ემოციებს უზიარებს სხვა დედებს:

"დღეს დიდი დღეა. დასრულდა ლაქტაცია. ვისაც მიყოლებით ჰყავს ბავშვები გაჩენილი, ისინი გამიგებენ. 5 წლის განმავლობაში ან ორსულად ვიყავი ან ლაქტაციაში. აღარ მახსოვს მანამდელი ცხოვრება. დღეიდან ბევრი რამ შემეძლება და დიახ, დიახ, წარმატებები მე".

snapinsta-1719924827.app_449776828_18324279928179036_1089999813861654322_n_1080.jpg

snapinsta-1719924827.app_430119532_18310658140179036_568221785275104645_n_1080.jpg

ანი წერდა, რომ წონაში მკვეთრად მოიმატა ორი ორსულობა-მშობიარობის შემდეგ, რადგან მიყოლებით გააჩინა პატარები - მისი უფროსი ვაჟი - ჯერი მალე ხდება 4-ის, სემი კი ჯერ ორის არ არის.

354818665-1396052877605851-3306971992782598987-n-1688715586.jpg

თუმცა ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაშია და როგორც ჩანს, უკვე სამსახიობო საქმესაც აქტიურად დაუბრუნდება. ბოლოს მეუღლესთან - ილო ბეროშვილთან ერთად გამოჩნდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სეზონის რამდენიმე ეპიზოდში.