სიუზან სარანდონის ქალიშვილი ევა ამური, რომელიც ყოფილ ქმარს მესამე შვილზე ორსულობის დროს დაშორდა, მეორედ გათხოვდა. 39 წლის მსახიობისა და ბლოგერის რჩეული შეფმზარეული იან ჰოკია. ევამ საქორწილო ცერემონიის ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, თუმცა მისმა დეკოლტემ ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, ამ შედეგს ნამდვილად არ ელოდა.
პატარძალს Kim Kassas-ის კაბა ეცვა, ღრმა დეკოლტეთი. თავად აღნიშნა, რომ სურდა, თავი სექსუალურად და ელეგანტურად ეგრძნო. "როგორც წესი, წვეულებას ელოდებიან ხოლმე, რომ ნესვები ლანგარზე შემოდონ", "მე მგონი, კაბის ჩაცმა დაგავიწყდათ", "ვიცით, რომ მკერდი გაქვთ. არ არის აუცილებელი, ლანგრით მოგვართვათ", - წერდნენ კომენტარებში ევას გამომწერები.
კრიტიკის პასუხად ამურიმ თავისი დეკოლტეს სქრინშოტი გააკეთა მსხვილი ხედით და ჰეიტერებს უპასუხა, რომ შეუძლიათ იგივე გააკეთონ: "ყველას, ვინც ჩხუბობს იმის გამო, რომ მკერდს არ "მოვუარე", ნუ შეგრცხვებათ სამახსოვროდ სქრინშოტების გაკეთების".
ცერემონიის შემდეგ ევამ მოკლე საქორწილო კაბა ჩაიცვა იმავე ბრენდის. ქორწილს ესწრებოდნენ ევას შვილები პირველი ქორწინებიდან და რასაკვირველია, სიუზან სარანდონი.
სხვათა შორის, დეკოლტეების თემა სიუზანისთვისაც არ არის უცხო. სხვადასხვა ცერემონიაზე მის დეკოლტეს არაერთხელ მოჰყოლია დიდი გამოხმაურება მედიაში.