ზოგჯერ ბავშვს უჭირს გადაწყვეტილების მიღება და ვერ გაურკვევია, რა უნდა და რა აირჩიოს, რაც მის განწყობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. "თვითონაც არ იცის, რა უნდა" - ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ ამ მავშვების მშობლებისგან. წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებითაც ამ ბავშვებს დაეხმარებით.
რჩევა #1: პირადი მაგალითი
დაიწყეთ უმარტივესი და ეფექტური მეთოდით – გამოიყენეთ პირადი მაგალითი, რათა აჩვენოთ, როგორ მიიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ნაბიჯ-ნაბიჯ ილაპარაკეთ ხმამაღლა და გააანალიზეთ ყველა თქვენი აზრი, რათა ბავშვმა შეძლოს თქვენი ქმედებების მკაფიო ლოგიკური ჯაჭვის აღქმა. შემდეგ, აღწერეთ მოვლენების განვითარების თითოეული ვარიანტის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და შეადარეთ ისინი ერთმანეთს. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ ნათლად აჩვენოთ თქვენს შვილს, თუ როგორ მიხვედით კონკრეტულ არჩევანამდე.
რჩევა #2: შეამცირეთ ვარიანტები
რაც მეტი არჩევანი გვაქვს, მით უფრო გვიჭირს მისი გაკეთება. ეს ორმაგად რთულია ბავშვებისთვის. ჯერ ერთი, მათ ტვინს ჯერ კიდევ არ შეუძლია ზედმეტი ინფორმაციის დამუშავება. მეორეც, მათთვის განსაკუთრებით რთულია ერთდროულად ბევრის დათმობა. გადაწყვეტილების მიღების სიჩქარის გასაზრდელად შეეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად წარუდგინოთ თქვენს შვილს მარტივი არჩევანი ყოველდღიურ ცხოვრებაში: „სად უნდა წავიდეთ სასეირნოდ ძაღლთან ერთად - პარკში თუ სათამაშო მოედანზე? ვახშამზე ხორცი მოვამზადოთ თუ თევზი? ჭურჭელს გარეცხავ თუ მტვერს გადაწმენდ?” იმის გაცნობიერება, რომ მას არა მხოლოდ არჩევანის უფლება ეძლევა, არამედ მისი აზრის გათვალისწინებასაც სთხოვენ, ბავშვს თავდაჯერებულობას შემატებს.
რჩევა #3: პრიორიტეტები
ზოგჯერ ბავშვები ძალიან იბნევიან, როდესაც არჩევანის წინაშე დგებიან. ფაქტია, რომ ისინი ყველა გადაწყვეტილებას აღიქვამენ, როგორც რაღაც უაღრესად მნიშვნელოვანს. აუხსენით თქვენს შვილს, რომ ცხოვრებაში მას მუდმივად მოუწევს რაღაცის გადაწყვეტა. არის რაღაცეები, რაზეც დიდი დროის დახარჯვა არ გჭირდებათ (მაგალითად: რა წაღო სკოლაში საჭმელად). უფრო რთული პრობლემები - რომელი წიგნი წავიკითხოთ შემდეგ - ღირს დაფიქრებად. და კითხვა, თუ რა სპორტი უნდა დაკავდე, საკმაოდ სერიოზულ განხილვას მოითხოვს. ყოველთვის, როცა თქვენი შვილი არჩევანის წინაშე დგება, შეახსენეთ მას მარტივი და რთული გადაწყვეტილებების არსებობა.
რჩევა #4: შესთავაზეთ ფანტაზიორობა
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ როდესაც ბავშვები საკუთარ თავს თავად უსვამენ კითხვებს და პასუხობენ, ასევე აფასებენ, რა ხდება, უკეთესად ახერხებენ აზროვნებას. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილს ამ აზროვნების შენარჩუნებაში თამაშის საშუალებით. სკოლიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე შეეცადეთ განახორციელოთ ჰიპოთეტური სიტუაციები, რომლებიც მას არჩევანის წინაშე აყენებს. ჰკითხეთ თქვენს შვილს, რომელი სუპერგმირი უნდა გახდეს? რომელ ჯადოსნურ ძალას უნდა რომ ფლობდეს? დროდადრო ასეთი მარტივი „ტვინის სავარჯიშოების“ ჩატარებით ბავშვს კრიტიკული აზროვნების უნარს და გადაწყვეტილების მიღების უნარს განუვითარებთ.
რჩევა #5: მიეცით საშუალება ისწავლოს შეცდომებზე
რა თქმა უნდა, თქვენ ძალიან კარგად იცით, რა მოხდება თუ ბავშვი მთელ თავის მთელი კვირის ჯიბის ფულს სკოლაში წაიღებს. მაგრამ საკითხებში, რომლებიც არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობასთან და უსაფრთხოებასთან, მიეცით თქვენს შვილს შეცდომების დაშვების უფლება. ეს არის ნეგატიური გამოცდილება, რომელიც აღმოჩნდება ყველაზე ჭკუის სასწავლებელი. ბავშვებს ნათლად უნდა ესმოდეთ, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას თავისი შედეგები აქვს. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თუ დღეს სახლში ცარიელი ჯიბეებით დაბრუნდება, ხვალ ეს ჯიუტი ადამიანი დანაზოგის დიდ ნაწილს სახლში ყულაბაში დატოვებს. მთავარი ის არის, რომ ბავშვმა იგრძნოს თქვენი მხარდაჭერა და არ ისმინოს საყვედური. კარგია, თუ ის შეცდომას უშვებს. ისინი ხომ შეცდომებზე სწავლობენ.