ერთი კვირის წინ დაკარგული გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - მშობლები

ერთი კვირის წინ დაკარგული გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

2024-07-04 22:50:05+04:00

სოციალურ ქსელში მთელი კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა 20 წლის ნინიკო გიორგაძის ფოტოები, რომელიც 26 ივნისს, დაახლოებით 4-5 საათისთვის გავიდა სახლიდან და მას მერე არავის უნახავს.

სამწუხაროდ, გუშინ ფოთში მდინარე რიონთან ნაპოვნი ცხედარი ნინიკო გიორგაძის ოჯახის წევრებმა ამოიცნეს - გარდაცვლილი სწორედ 20 წლის გოგონაა.

გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.