სოციალურ ქსელში მთელი კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა 20 წლის ნინიკო გიორგაძის ფოტოები, რომელიც 26 ივნისს, დაახლოებით 4-5 საათისთვის გავიდა სახლიდან და მას მერე არავის უნახავს.
სამწუხაროდ, გუშინ ფოთში მდინარე რიონთან ნაპოვნი ცხედარი ნინიკო გიორგაძის ოჯახის წევრებმა ამოიცნეს - გარდაცვლილი სწორედ 20 წლის გოგონაა.
გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.