სად ჩააბარო, თუ პროფესიის არჩევა გიჭირს? - მშობლები

სად ჩააბარო, თუ პროფესიის არჩევა გიჭირს?

2024-07-05 12:14:23+04:00

სწორად შერჩეული პროფესია წარმატებული კარიერის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, თუმცა, მეორე მხრივ, პროფესიის სწორად შერჩევას უამრავი ადამიანის ადრეული ასაკის შეცდომად ასახელებენ. რეალურად, პროფესიის არჩევის ეტაპზე ადამიანს არ აქვს იმდენი გამოცდილება, რომ მაქსიმალურად კარგად განსაზღვროს სამომავლო ინტერესები. ხშირად კი უბრალოდ წარმატებული ადამიანების გავლენის ქვეშ ექცევიან და ფიქრობენ, რომ მათი მომავალი კარიერაც ზუსტად ისეთივე წარმატებული იქნება, თუ იმ პროფესიას აირჩევენ. თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდება ხოლმე რომ ეს სფერო მათ სულაც არ აინტერესებთ.

ახლა, როცა საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს და ათასობით ახალგაზრდა სწორედ ამ პერიოდში განსაზღვრავს, თუ რა ისწავლოს და სად ისწავლოს, პროფესიის არჩევის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მათთვის, ვისაც პროფესიის არჩევა უჭირს, მენეჯმენტი საუკეთესო გამოსავალია. თუ შეისწავლით მენეჯმენტს და მაღალკვალიფიციური სპეციალისტი გახდებით, თქვენ შეძლებთ დასაქმდეთ სხვადასხვა ინდუსტრიაში და საკუთარი ძალები ბევრი მიმართულებით გამოცადოთ. ამაში კი დაგეხმარებათ სწავლის პერიოდში მიღებული ცოდნა ფინანსებში, მარკეტინგში, ადამიანური რესურსების მართვასა და სხვა მიმართულებებში. მენეჯმენტის პროგრამა მოგცემთ ისეთ უნარებს, როგორიცაა: პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა, კრიტიკული აზროვნება, ლიდერობა, სხვადასხვა ტიპისა, ინტერესების მქონე ადამიანებთან მარტივი კომუნიკაცია.

ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა დღეს საქართველოში არაერთ უნივერსიტეტში ისწავლება, მაგრამ მათ შორის გამორჩეულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის შეთავაზება, რადგან ის ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობას იძლევა. პროგრამის თითოეულ სტუდენტს შეუძლია სწავლის ბოლო ერთი წელი საზღვარგარეთ, პარტნიორ უნივერსიტეტში გაატაროს და მიიღოს საერთაშორისოდ აკრედიტებული დიპლომი მენეჯმენტში. პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის არიან: ვიურცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ბრაგანჩას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და პრაღის ნიუ იორკის უნივერსიტეტი. პარალელურად, მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტებს შეეძლებათ გაცვლითი პროგრამის საშუალებით სრული დაფინანსებით წავიდნენ გერმანიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ბულგარეთის და სლოვენიის უნივერსიტეტებში. ისინი იღებენ სრულ დაფინანსებას საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსებზე, ტრენინგებსა და გადამზადების პროგრამებზე მსხვილი საერთაშორისო პარტნიორებისგან.

BTU-ს საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს დასაქმებისა და საკუთარი სტარტაპის შექმნის შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტობის პირველივე დღეებიდან. ამ პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და წარმატებულს ხდის ის საკითხი, რომ მათ მეორად პროფესიად შეუძლიათ დაეუფლონ ციფრულ მარკეტინგს ან საინფორმაციო ტექნოლოგიებს.

მენეჯმენტის პროგრამაზე ისწავლება ეკონომიკის პრინციპები, მარკეტინგის საფუძვლები, ოპერაციათა მენეჯმენტი, მენეჯერული აღრიცხვა, ფინანსური მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, ორგანიზაციული ქცევა, სამეწარმეო სამართალი, პროექტების მენეჯმენტი, ინვესტიციები. პროგრამის წლიური გადასახადი 2250 ლარია. თუმცა სტუდენტებს სწავლის სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა აქვთ. ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის კოდია 195 01 01.

თუ პროფესიის შერჩევა ჯერ კიდევ გიჭირთ, გახსოვდეთ, რომ კარგ მენეჯერს ყოველთვის აქვს კარიერული და ფინანსური განვითარების მაღალი პოტენციალი. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ერთი სექტორის მენეჯმენტიდან მეორეში მარტივად გადაინაცვლოთ, რაც დასაქმების არეალს კიდევ უფრო აფართოებს.

R