ახლახან 77 წლის ასაკში დიდი მუსიკოსი, ცნობილი მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა. ის ბავშვობიდან ცნობილი იყო, როგორც ვუნდერკინდი, რადგან 3 წლის ასაკში გახდა მევიოლინე. 10 წლისა რესპუბლიკის ფესტივალის ლაურეატი გახდა (I პრემია), 11 წლის კი ამიერკავკასიის მუსიკოს შემსრულებელთა I კონკურსის ლაურეატი, თუმცა მცირეწლოვანების გამო პრემია არ ერგო, 15 წლის ასაკში კი საკავშირო კონკურსის ლაურეატი იყო.
ლიანა ისაკაძემ წლების წინ "პალიტრანიუსის" ბლიცკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:
- ის არის ჩემი ცხოვრება და ის არის ღმერთი. მისგან მოცემული ნიჭი, რომელიც მგონი, მაქვს.
- მევიოლინე შემთხვევით გავხდი. იმ დღეს, როცა ფორტეპიანოს გამოცდა ტარდებოდა, ავად გავხდი. წელი რომ არ გამეცდინა, მომდევნო კვირაში ვიოლინოზე იყო გამოცდა, ამიტომ ვიოლინოზე შემიყვანეს. მაშინვე ამბობდა კონსერვატორიის მაშინდელი რექტორი, იონა ტუსკია, რომ ეს ბავშვი ისეთი ნიჭიერია, ჯობს, ვიოლინიზე შეიყვანოთ, რადგან ვიოლინო ღმერთისგან დაჯილდოვებულებს გამოსდით მასზე კარგად დაკვრაო.
- ბავშვობაში მალე დამიწყეს ძახილი, ვუნდერკინდიაო. მე არ ვთვლიდი თავს ვუნდერკინდად და მთელი ბავშვობა იმას ვოცნებობდი, გამემართლებინა ხალხისგან მონიჭებული ეს წოდება და სიამოვნება მინენიჭებინა მათთვის ჩემი დაკვრით.
- ჩემი ცხოვრება სავსეა მოვლენებითა და რისკით. 40-ჯერ მაინც ვარ სიკვდილს გადარჩენილი, როცა მხოლოდ ღმერთის წყალობით გადავრჩი.
- ყოველთვის მგონია, რომ აჭარბებენ. ყველანი აჭარბებენ, მთელი მსოფლიოც აჭარბებს, რადგან მე ბევრ ქვეყანაში ვუკრავ.
- სულის სიწმინდე და პატიოსნება. თუ ადამიანს ეს აქვს, შეუძლია, შეუძლია აღარ იფიქროს კარიერასა და წარმატებაზე, ყველაფერი თავისით მოვა.
- არავითარ შემთხვევაში არ იზრუნოთ კარიერაზე და არც ფულზე. თუ ღმერთისგან დაჯილდოვებული ხარ ნიჭით, კარიერა თვითონ მოვა.