“ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ამპუტაცია იქნება საჭიროო...“ - როგორია თავდასხმის მსხვერპლი კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას აცხადებს ექიმი - მშობლები

“ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ამპუტაცია იქნება საჭიროო...“ - როგორია თავდასხმის მსხვერპლი კურიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას აცხადებს ექიმი

2024-07-08 09:17:33+04:00

“გლოვოს“ კურიერს,თემო სიგუას, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის დროს, შეკვეთის ადგილზე მიტანისას ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, ტერფის აღდგენის ოპერაცია დღეს ან ხვალ ჩაუტარდება.

  • თავად დაზარალებულის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს სიგუას დედამ მიაწოდა. მან კონფლიქტის დეტალები გაიხსენა:

“ორივე ფეხი საოპერაციო აქვს, დამსხვრეული აქვს ძვლები. მე როგორც ვიცოდი აღდგენა შესაძლებელი იყო, მაგრამ ახლა როგორც ჩემმა შვილმა მითხრა - “ექიმმა მელაპარაკა, ვერ ავაწყობთ და თითების ამპუტაცია იქნება საჭიროო“.

ოთხნი კი ჩამოვიდნენ, მაგრამ ერთთან ჰქონდა კამათი. იარაღი ამოიღო და უცებ მესროლაო. ერთი პირიქით, მე ამომიდგა, მოტოზე დამსვა და მითხრა: “გააღწიე აქედანო“, -აცხადებს დაზარალებულის დედა. განაგრძეთ კითხვა