ვარკეთილში 5 ივნისს მკვლელობა მოხდა, სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის ბაჩო ბაშარული და 40 წლის ნიკა არჩვაძე მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 40 წლის იური კალანდარიშვილი ცხელ კვალზე დააკავეს.
უმძიმეს დანაშაულზე"კურიერი P.S."ახალ დეტალებს ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ მეზობელმა კარის მეზობელსა და მის მეგობარს ჯერ თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ კი იარაღით მოკლა.
როგორ დაიწყო კონფლიქტი?
დაახლოებით, ღამის პირველი საათი - ბაჩო ბაშარული და ნიკო არჩვაძე, ნასვამები, დერეფანში დგანან და ბინის კარის გაღებას ვერ ახერხებენ. ამ კადრებს იური კალანდარიშვილის კამერა იღებს. ჩანაწერის მიხედვით, ბაჩო ბაშარული ფეხს იქნევს და მისი ფეხსაცმელი მისსავე კართან, კაბელებზე ეკიდება. ერთ მომენტში ბაჩო მეზობლის კამერას სანთებელას უჩვენებს.
რამდენიმე წამში, კარის მეზობელი იური კალანდარიშვილი მათთან გადის და ამის შემდეგ დაძაბული საუბარი იწყება. ბაჩო ბაშარული მეზობელს კამერაზე მიუთითებს და ანიშნებს, რომ თვალთვალი აღიზიანებს. სწორედ ამ დროს, იწყება ფიზიკური დაპირისპირება და ბაჩოს თავში ქსოვილში გახვეული რეზინის ჩაქუჩი რამდენჯერმე ხვდება. განაგრძეთ კითხვა