თაყვანისმცემლები ხშირად კითხულობენ, როგორ ახერხებს ბრედ პიტი 60 წლის ასაკში ასე შესანიშნავად გამოიყურებოდეს. შეკითხვა კიდევ ერთხელ გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ჰოლივუდის ვარსკვლავი ახალი ფოტოები გავრცელდა. ბრედ პიტი ინგლისის ქალაქ ნორთჰემპტონში რჩეულთან ერთად გამოჩნდა. მსახიობი დიდი ბრიტანეთის გრანპრიზე სპორტულ ღონისძიებას დაესწრო და იქ ინეს დე რამონთან ერთად მივიდა.
წყვილი იმდენად კარგად გამოიყურებოდა, რომ გულშემატკივრებმა ისინი თინეიჯერ შეყვარებულებს შეადარეს, რომლებიც ხელჩაკიდებულები დადიან. "ხელიდან არ უშვებს" - წერდნენ კომენტარებში.
34 წლის ინეს დე რამონმა ღონისძიებისთვის ღია ცისფერი კაბა და მოკლე ჩექმა აირჩია, პიტი კი ყვითელ ქურთუკში, შარვალსა და თეთრ მაისურში იყო გამოწყობილი. აღსანიშნავია, რომ ეს წყვილის ოფიციალური საჯარო გამოსვლაა, იქამდე მათ ფოტოებს პაპარაცები ავრცელებდნენ.
ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბრედ პიტის ახალი რჩეული ბევრმა ადამიანმა მოიწონა, თუმცა ზოგმა უარყოფითი კომენტარებიც დაწერა და თქვა, რომ შეუფერებელი წყვილია.
შეგახსენებთ, რომ პირველად ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია 2022 წელს გავრცელდა. ინესი სამკაულების დიზაინერია და მაშინ ინსაიდერები წერდნენ, რომ ბრედ პიტს იმდენად მოსწონს საკუთარი რჩეული, რომ მასთან გადასვლასა და ქორწინების შეთავაზებას გეგმავდა. ჯერჯერობით, წყვილს თავიანთი გეგმების შესახებ ოფიციალურად არ უსაუბრია.
აღსანიშნავია, რომ ინეს დე რამონი მსახიობ პოლ უესლიზე იყო დაქორწინებული. წყვილი ერთმანეთს 2022 წლის სექტემბერში დაშორდა.
ბრედ პიტი კი ანჯელინა ჯოლის 2016 წელს დაშორდა. წყვილს შორის სასამართლო დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მათ 6 საერთო შვილი ჰყავთ - 3 ბიოლოგიური, 3 კი ნაშვილები.