4 შვილის მამა დეკანოზი შვილებთან ერთად აბარებს გამოცდებს - მშობლები

4 შვილის მამა დეკანოზი შვილებთან ერთად აბარებს გამოცდებს

2024-07-09 10:17:39+04:00
გამოცდების ეროვნული ცენტრი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:
"4 შვილის მამა, დეკანოზი მატათა (ზვიად) ბერიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ წელს მისი შვილებიც - ნონა და იოანე ბერიძეები.
დეკანოზის თქმით, ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ცოდნა მისთვის მნიშვნელოვანია და სწავლის გაგრძელებასაც სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს".