გამოცდების ეროვნული ცენტრი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:
"4 შვილის მამა, დეკანოზი მატათა (ზვიად) ბერიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ წელს მისი შვილებიც - ნონა და იოანე ბერიძეები.
დეკანოზის თქმით, ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ცოდნა მისთვის მნიშვნელოვანია და სწავლის გაგრძელებასაც სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს".