ნიკოლას კეიჯის ვაჟი საკუთარ დედას იარაღით დაესხა თავს - ცნობილმა მსახიობმა შვილის ციხიდან გამოსახსნელად 150 ათასი დოლარი გადაიხადა - მშობლები

ნიკოლას კეიჯის ვაჟი საკუთარ დედას იარაღით დაესხა თავს - ცნობილმა მსახიობმა შვილის ციხიდან გამოსახსნელად 150 ათასი დოლარი გადაიხადა

2024-07-12 08:12:41+04:00

ნიკოლას კეიჯის შვილი უესტონი, რომელიც ასევე მსახიობი და პროდიუსერია, თუმცა სკანდალისტობითაც გაითქვა სახელი, ამჯერად დედაზე თავდასხმის ბრალდებით დააპატიმრეს. 10 ივლისს ის იარაღით დაესხა თავს კრისტინა ფულტონს. რამდენიმე კვირით ადრე კრისტინა სილურჯეებით შენიშნეს. უესტონი გირაოთი გაათავისუფლეს - 33 წლის მსახიობის გამოსახსნელი თანხა, 150 ათასი დოლარი, მამამისმა - ნიკოლას კეიჯმა გადაიხადა.

როგორც გაირკვა, უესტონს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ჯერ კიდევ აპრილში გამოაქვეყნა განცხადება დედამისმა და ყვებოდა შვილის მხრიდან ძალადობის ფაქტებზე. "ჩემი შვილის მეგობრებმა მომმართეს, რადგან მას კრიზისი ჰქონდა, ფსიქიკური მდგომარეობა გაუმძაფრდა. როცა მივედი, საკმაოდ აგზნებული იყო... ყველაერს ვაკეთებ, რომ მას მხარი დავუჭირო და გვერდში ვედგე".

უესტონისთვის ეს დაპატიმრება პირველი არ არის. 2017 წელს მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისა და ფეხით მოსიარულეზე თავდასხმის ბრალდებით დააპატიმრეს. 2011 წელს ყოფილ ცოლს დაესხა თავს და ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

უესტონი მამამისივით მსახიობი და პროდიუსერია. თამაშობდა ფილმებში "იარაღის ბარონი" და "ეჭვმიტანილთა სია". ის 60 წლის ნიკოლას კეიჯის უფროსი ვაჟია. მესამედ არის დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავს.

nicolas-cage-son-weston-cage-arrested-dui-car-crash-818178-1720759708.jpg

თავად კეიჯს ახლა მეხუთე ცოლი ჰყავს, მასზე 31 წლით უმცროსი რიკო შიბატე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქალიშვილი გაუჩინა.

3c3ffa99-151e33421960af7b872dcc006cfec57f-1720759731.jpg

e8fe8da1b574e5c177c8af5ee99f6e7e-1720759731.jpg