"ქალიშვილი არ იყავიო და პირველივე ღამეს მცემა... რომ გავიცანი, 15 წლის ვიყავი, ის - 33-ის..." - ყაზახი დიპლომატი ცოლზე გამუდმებულ ძალადობაში ამხილეს - მშობლები

"ქალიშვილი არ იყავიო და პირველივე ღამეს მცემა... რომ გავიცანი, 15 წლის ვიყავი, ის - 33-ის..." - ყაზახი დიპლომატი ცოლზე გამუდმებულ ძალადობაში ამხილეს

2024-07-12 10:52:59+04:00

კარინა მამაშმა, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ყაზახეთის ელჩის ყოფილი მრჩევლის, საკენ მამაშის მეუღლემ, სკანდალური ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, სადაც ამბობს, რომ ქმარი მრავალი წლის განმავლობაში მასზე ძალადობდა. მეუღლის ნათესავები კი დუმდნენ, თითქოს არაფერი ხდებოდა... ინტერვიუ ელენა პოგრებიჟსკაიას YouTube არხზე გამოქვეყნდა.

3-1720767315.jpg
კარინა მამაში

კარინა მამაშმა თქვა, რომ საკენი ინტერნეტით 15 წლის ასაკში გაიცნო. მამაკაცი მაშინ 33 წლის იყო. გოგონა ტანვარჯიშით იყო მაშინ სერიოზულად დაკავებული, თუმცა როგორც ინტერვიუში იხსენებს, მისმა ქმარმა თავიდანვე "ოჯახური ცხოვრებისთვის" მოამზადა. როდესაც გოგონა 17 წლის გახდა, ისინი დაქორწინდნენ. კარინას ტანვარჯიში მოსწონდა და სამოდელო კარიერაზეც ოცნებობდა. თუმცა, ქმარი სასტიკი წინააღმდეგი იყო, ამიტომაც საკუთარ ოცნებებზე უარი თქვა.

კარინა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საკენმა მასზე სექსუალური ძალადობა დაქორწინებისთანავე დაიწყო. ქალმა გაიხსენა, როგორ აიძულებდა ინტიმურ ურთიერთობას, შემდეგ კი ბრალი დასდო, რომ ქალიშვილი არ იყო.

2-1720767337.jpg
კარინა მამაში

"რაკი წითელი ლაქა ვერ დაინახა, მაშინვე მითხრა, რომ ქალიშვილი არ ვიყავი. არადა წინასწარ ვისაუბრეთ ამაზე და ავუხსენი, რომ ტანვარჯიშით ვიყავი დაკავებული და შესაძლოა, სისხლი არ ყოფილიყო." - ამბობს ის.

კარინას თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, სექსუალურ ძალადობას ფიზიკური ძალადობაც დაემატა. საკენი მაშინაც სცემდა, როცა ქალი ორსულად იყო. კარინამ გაიხსენა, ერთ საღამოს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქმარმა მუცელში წიხლი როგორ ჩაარტყა, მეორე დღეს კი არაფერი ახსოვდა...

კარინა აღნიშნავს იმასაც, რომ როცა მისი ქმარი არ სვამდა და მოგზაურობდნენ, ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონდა, თუმცა ემოციურად ყოველთვის ახდენდა მასზე ზეწოლას და ეჭვიანობდა.

4-1720767411.3.jpg
კარინა მამაში

"კარგი მომენტებიც იყო, მაგალითად, ბრიუსელში საქმიანი მოგზაურობის დროს. მაშინ პირველი შვილ, რახმონი, უკვე მყავდა და მეორეზე, სოფიაზე, დავორსულდი. მაგრამ, ემოციურ შეურაცხყოფას მაინც მაყენებდა. გამუდმებით ეჭვიანობდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირ საბაბს არ ვაძლევდი." - იხსენებს ქალი ინტერვიუში.

როგორც კარინა ამბობს, ქმარი ერთხელ იმის გამოც კი ეჩხუბა, რომ საელჩოს თანამშრომლების ჯგუფური ფოტოს ცენტრში იყო... მას შემდეგ, რაც ოჯახი ასტანაში დაბრუნდა, კარინას თქმით, საკენმა დალევა კვლავ დაიწყო, ძალადობა კი უფრო სასტიკი გახდა. ქალი ამბობს, რომ ქმარი ბავშვების თანდასწრებით სასტიკად სცემდა. მოძალადისგან თავის დახსნას კი ვერ ახერხებდა, რადგანაც მამაკაცი გამუდმებით ემუქრებოდა.

5-1720767474.6.jpg
კარინა მამაში

მიმდინარე წლის მაისში კარინა და მისი ოჯახი აბუ-დაბიში იმყოფებოდა - ისინი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ყაზახეთის საელჩოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ქალის სანახავად მისი და, ასელი მივიდა. იქამდე საკენი ტელეფონს უკონტროლებდა და არ აძლევდა უფლებას, ოჯახის წევრებისათვის შველა ეთხოვა.

აბუ-დაბიში კარინამ თავის დას ძალადობის შესახებ პირველად უამბო. შემდეგ კი დედას მისწერა, თუ როგორ გაუსაძლის მდგომარეობაში იყო. კარინას დედამ საკენს დაურეკა და დაემუქრა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა. თუმცა, გაბრაზებული საკენი სახლში მივიდა და კარინასაც და მის დასაც სასტიკად სცემა.

6-1720767499.jpg
საკენ მამაში

ასელმა ტელეფონით გადაღება მოასწრო, თუმცა, საკენმა ტელეფონი წაართვა და ვიდეოების წაშლა დაიწყო...

საკონსულოსა და პოლიციის თანამშრომლებთან რამდენიმედღიანი პროცედურების შემდეგ საკენი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამ დროს კი კაცი მეუღლესთან ბოდიშით მივიდა და ემუდარებოდა, რომ სარჩელი გამოეტანა. ჰპირდებოდა იმასაც, რომ ძალადობა აღარ გაგრძელდებოდა.

7-1720767527.jpg
კარინა და საკენი

ახლა გახმაურებულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა, საკენი ჯერ კიდევ თავისუფალია და არავის დაუკავებია. ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ცენტრში ცხოვრობს და სასამართლოს შედეგებს ელოდება.

8-1720767554.jpg

ყაზახეთში სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს კანონი, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ადამინებს იცავს. ამ ყველაფერს წინ სალტანატ ნუკენოვას მკვლელობა და გახმაურებული სასამართლო პროცესი უძღოდა - ახალგაზრდა ქალი ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კუანდიკ ბიშიმბაევმა ცემით მოკლა.

სალტანატის სიკვდილის შემდეგ, სანამ პოლიცია მოვიდოდა, ყოფილმა მინისტრმა ვიდეო ჩაწერა და მთელი ქონება ყოფილ ცოლსა და შვილებს დაუტოვა - ახალი დეტალები გახმაურებული მკვლელობის საქმეზე
ყაზახ ექს-მინისტრს ცოლის მკვლელობისთვის 24 წელი მიუსაჯეს - მე ვერ გავიარე ზნეობის ტესტი...