ბავშვთა დღის ცენტრ "განვითარების სივრცის" დამფუძნებელი ნინო ორდენიძე საკმაოდ მძიმე შემთხვევის შესახებ ყვება და საზოგადოებას სთხოვს დახმარებას:
პოსტი დიდი გამომივიდა,მაგრამ გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ.
გაბრიელს ბევრი ჩემი მეგობარი იცნობთ. გაბი არის 13 წლის, მას აქვს აუტისტური სპექტრის აშლილობა. ამ 13 წლიდან ალბათ მარტო 5 წელი იყო კარგად და ტკივილების გარეშე! 3 წლის წინ გაუკეთდა უმძიმესი ოპერაცია, მას ქონდა უმძიმესი რეაბილიტაციის პერიოდი. უკვე როცა ყველას გვეგონა, რომ დასრულდა ყველაფერი და კარგად არის, დაეწყო ახალი პრობლემა და ისევ ტკივილები. ბევრი კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ აქვს ახალი დიაგნოზი - იუვენალური ართრიტის უმძიმესი ფორმა!
დაიწყო ყველაფერი თავიდან, ისევ წაყვანა თურქეთში, ისევ უმძიმესი წამლები და ისევ ურთულესი რეაბილლიტაცია. რაც დღემდე გრძელდება და ჯერ მხოლოდ ამ გზის ნახევარი აქვს გავლილი! ამ პერიოდს დაემატა ის, რომ დასჭირდა 1 თვის წინ სასწრაფოდ ოპერაციის გაკეთება, რადგან კბილის ტკივილის დროს გაბის შემთხვევაში ნარკოზის გარეშე ვერ გააკეთებდნენ! ამდენმა ოპერაციამ, მკურნალობამ და წამლებმა გამოიწვია ის, რომ დღეს ბავშვს აქვს უმძიმესი მდგომარეობა! მე ახლა ვიყავი მის სანახავად და იქიდან გამოსული ვწერ ამ პოსტს!
ბავშვს დაუმძიმდა მისი პირველადი დიაგნოზი აუტისტური სპექტრი! დარღვეული აქვს ქცევა, აქვს საშინელი შფოთვები! არ უძინია ზუსტად 2 კვირა! აქვს ძალიან მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა! იყენებს თვითდაზიანებებს! ოჯახი განადგურებულია! დედა, მამა, დეიდა და ორი ძმა, რომლებიც უკვე წლებია გაბის ცხობრებით ცხოვრობენ, არიან ჯოჯოხეთში! ახლა ამ ბავშვს და ამ ოჯახს სჭირდება დახმარება! სასწრაფოდ უნდა მოხდეს წაყვანა საბერძნეთის რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც დაჰყავდათ წლების წინ და იქ იციან გაბის მდგომარეობის მართვა და აქვთ ამის გამოცდილება! სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს ადგილი, სადაც ასეთ დროს შეძლებენ დახმარებას და მისი ფსიქიკური მდგომარეობის და ქცევის დარეგულირებას! არ არსებობს კრიზისული მართვის ცენტრი! გაბის ახლა არანაირი წამალი არ უშველის! არ არსებობს წამალი, რომელიც კურნავს აუტიზმს! ამ დიაგნოზს სჭირდება სწორი მართვა, თერაპიები და მძიმე ქცევის მართვაში გამოცდილი სპეციალისტები. აქ ვერ უმკლავდებიან,ძალიან რთულია!
ერთი გამოსავალი არის ფსიქიატრიულში წაყვანა, ოღონდ აუტისტური სპექტრის აშლილობას ვერ უმკურნალებენ ფსიქიატრიულში. იქ გადაყვანა კიდევ უფრო დაამძიმებს ბავშვის მდგომარეობას. დედამ ყველაფერი სცადა, მოსინჯეს ყველა წამალი, რაც შეიძლებოდა ასეთ დროს მიეცათ, მაგრამ ვერ ერგება ვერაფრი. ახლა ალბათ ვიღაცეებს გიჩნდებათ კითხვა, რომ მერამდენედ უნდა დავეხმაროთ ამ ბავშვსო, მაგრამ რა ვქნათ? ასეთია მძიმე შშმ პირების ბედი ამ ქვეყანაში! გაბის შემთხვევა კიდევ უფრო მძიმეა, რადგან მას აქვს ბევრი დამატებითი პრობლემა და ერთდროულად 13 წლის ბავშვი ებრძვის 3 დიაგნოზს! ჯანდაცვამ დაუფინანსა რეაბილიტაციის თანხა, რადგან ექსპერტმა დაწერა, რომ აქ ბავშვის დახმარება ვერ ხერხდება. მაგრამ ამის გარდა უნდა იყიდონ ბილეთები, შეძლონ ბინის ქირაობა და წავიდნენ. ამის თანხები ოჯახს არ აქვს, მიმართეს მერიას და მიიღეს უარი, ვერ დაგაფინანსებთო! ახლა მხოლოდ ის დარჩენია ოჯახს, რომ საზოგადოებას სთხოვოს დახმარება.
ატირებული დავტოვე დედა, რომლისთვისაც უკვე პოსტის წერა და თხოვნა ჯოჯოხეთია, მაგრამ რა ქნას, როცა შვილისთვის სჭირდება და შვილის გადასარჩენად? ჩვენ ბევრჯერ დავეხმარეთ გაბრიელს, ბევრჯერ გადავარჩინეთ ბავშვი, მაგრამ ახლა ძალიან ცუდად არის და უნდა დავეხმაროთ, უნდა შევძლოთ, რომ წაიყვანონ და გაიაროს რეაბილიტაცია!
რაც მე დღეს ვნახე, ეს არის წარმოუდგენელი! საშინლად იტანჯება ბავშვი და საშინელ დღეშია მისი ოჯახი. გთხოვთ, ვისაც რითი შეგვიძლია დავეხმაროთ. დედამ ამოწურა ყველა რესურსი, სთხოვა ვისთვისაც შეეძლო, მივიდა ყველასთან, სადაც მიესვლებოდა, მაგრამ ვერ შეაგროვა თანხა. ამ ხალხს ძალიან ვჭირდებით, უნდა შევძლოთ, ხალხო, დახმარება. სულ 1 ლარიც რომ ჩაურიცხოთ, ეს უკვე ძაან დაეხმარება.
საქართველოს ბანკი
მიმღები: თამარ იარაჯული
თიბისი ბანკი
მიმღები: ავთანდილ ნიშნიანიძე
PayPal: @Tiarajulihttps://paypal.me/TIarajuli?country.x=GE&locale.x=en_US
ბოდიშს გიხდით,თუ ვინმე დაგამძიმეთ, მაგრამ ესაა აუტისტური სპექტრის მქონე ერთი 13 წლის ბავშვის მძიმე რეალობა".