ნაცნობებო, უცნობებო, ახლობლებო, მეგობრებო, სრულიად საქართველოვ!
ყველას უღრმეს მადლობას გიხდით ჩვენი ოჯახის ტკივილის გაზიარებისთვის, თანაგრძნობისთვის. მაპატიეთ, თუ პასუხი ვერ დაგიბრუნეთ და ფიზიკურად ვერც,არც წავიკითხე, ყველა თქვენი უამრავი მესიჯი და ზარებიც უპასუხოდ დავტოვე. სამწუხაროდ, ამის ძალა და ნერვი მე არ შემწევს.....
ძალიან ვწუხვარ, რომ საერთოდ ხვიჩაზე წარსულში და ჩვენთვის ურთულესი, ძნელბედობის ჟამს, დამატებით ამ თემაზე მიწევს პოსტის დაწერა...
უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციებს და ნუ გვაღიზიანებთ ისედაც განადგურებულ ჭირისუფალს (პირადშიც ძალიან ბევრმა მომწერა ათასი სისულელე). უსაშინელესი ფაქტია, რომ დაიღუპა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა, რომელიც მოგვიკვდა არა მხოლოდ ჩვენ, მოუკვდა ქალაქს, მთელ ქვეყანას... გაიგეთ, რომ ხვიჩა არ მომკვდარა იმის გამო, რომ არ ჰქონდა გაკეთებული აცრა... არ მომკვდარა იმის გამო, რომ გულით დაატარებდა ბევრ ჯავრს... გაიგეთ, შეიგნეთ, რომ არ მომკვდარა ნარკოტიკით!!!!!! ხვიჩა დაიღუპა მუცლის აორტის ანევრიზმით".