2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აქტიურად მიმდინარეობს და აბიტურიენტები განსაზღვრული განრიგის მიხედვით, სხვადასხვა საგანში გამოცდას აბარებენ. ძირითადი სესიები 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდის დასრულდება.
პარალელურად, აბიტურიენტთა ჯგუფებში ხშირად კითხულობენ, როდის გამოქვეყნდება პირველადი შედეგები. შეკითხვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს:
"ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისიდან პირველადი შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნება." - გვითხრეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
აღსანიშნავია, რომ ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები - აბიტურიენტების მიერ თითოეულ საგანში მიღებული ნედლი ქულა. ყველა აბიტურიენტს ასევე ექნება შესაძლებლობა, შედეგებთან ერთად ნახოს პასუხების ფურცლები და სურვილის შემთხვევაში, ამობეჭდოს.
თამარ იაკობაშვილი