ზოგჯერ მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვს მოფერება და ჩახუტება დიდად არ უყვარს. საუბარია არა ახლობლებსა და ნათესავებზე, არამედ უშუალოდ ოჯახის წევრებსა და მშობლებზე. რას ფიქრობს ამ დროს მშობელი?
რამდენიმე მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება. დასაწყისისთვის, გირჩევთ გაანალიზოთ, თუ რამდენად გამოხატავენ ოჯახში ემოციებს. შესაძლოა თქვენი შვილი თქვენს ქცევას იმეორებს. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ურთიერთობთ თქვენ და თქვენი მეუღლე ერთმანეთთან და როგორ ავლენთ ემოციებს, მაგალითად, როგორ ესაუბრებით თქვენს ან თქვენი მეუღლის მშობლებს, როგორ გამოხატავთ გრძნობებს შვილების მიმართ?
თუ თქვენს ოჯახში მზრუნველობის ასეთი გამოვლინება არ არის მიღებული, გასაკვირი არ არის, რომ ბავშვიც ასე იქცევა.
ასევე, ამ ქცევის მიზეზი შეიძლება ჩახუტებისთვის ცუდად შერჩეული მომენტი იყოს. შესაძლოა, იმ დროს მიუახლოვდით თქვენს შვილს, როცა ის რაღაცით იყო გართული. მიაქციეთ ყურადღება, თუ როგორ რეაგირებთ, თუ საქმით გართულს ბავშვი მოგიახლოვდებათ და თქვენს ყურადღებას მოითხოვს.
დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: „იყო თუ არა ის მომენტები, როდესაც ბავშვმა ყურადღება ითხოვა და თქვენ მისი იგნორირება მოგიხდათ რამე მნიშვნელოვანი საქმის გამო?
შესაძლებელია, რომ თქვენი შვილი უბრალოდ ასეთი ხასიათის იყოს. ისე, ჩახუტება არ უყვარს. ასეც ხდება.
სცადეთ ესაუბროთ მას, დააკვირდეთ მის ქცევას, რამდენჯერმე ჩაეხუტეთ დღეში და დააკვირდით მის რეაქციას. თუ გრძნობების სხვა გზით გამოხატვა სურს, მაშინ ეს უბრალოდ მისი ხასიათის თვისება იყოს.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია. უპირველეს ყოვლისა, ჯობს, ბავშვს ესაუბროთ და გაიგოთ, რატომ აქვს მას ეს ქცევა. ამ მომენტში მნიშვნელოვანია ბავშვის ყურადღებით მოსმენა, ზუსტად გაგება იმისა, რისი თქმაც სურს.
მეორეც, ჩახუტების გარდა, არსებობს მილიონობით სხვა ჟესტი, რომელიც სიყვარულს და სინაზეს გამოხატავს. შექმენით ასეთი ჟესტი, რომელიც მისთვისაც კომფორტული და მისაღები იქნება. ეს გახდება თქვენი გრძნობების გამოხატვის საიდუმლო და განსაკუთრებული გზა.
რაც შეეხება აუტიზმს, ის მხოლოდ ჩახუტებაზე უარის თქმით არ ვლინდება. მას კომპლექსური სიმპტომები ახსიათებს. თუ მაინც გაწუხებთ ეჭვები, უმჯობესია ბავშვთა ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს მიმართოთ და პროფესიონალის პასუხი მოისმინოთ.
თითოეულ პრობლემას დრო და ყურადღება სჭირდება. სწორია, რომ მშობლები აკვირდებიან შვილებს და ინტერესდებიან მსგავსი პრობლემების გადაწყვეტით, თუმცა თუ რაღაც გაწუხებთ და დამოუკიდებლად ვერ გაერკვიეთ სიტუაციაში, ყოველთვის შეგიძლიათ სპეციალისტთან გადაამოწმოთ.