"ჩემი გოგოები ჩამოვიდნენ! დარია და ლიზა“, - წერს ნინო სუხიშვილი და ძმის, ილიკოს ქალიშვილებთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომელზეც
"ძალიან საყვარელი გოგოები ხართ სამივე. ორივე რაღაცით ჰგავს ინგას (ილიკო და ნინო სუხიშვილების დედა - ავტ.).“
"გადასარევი სამი გოგო ხართ, დარია უფრო ინგას და შენ გგავთ, ლიზა ილუშკას ჰგავს ძალიან“
"მამიდა როგორი გაბრწყინებული სახე გაქვს და კმაყოფილი“,- წერენ კომენტარებში.
სუხიშვილების ლეგენდარულ ოჯახში ორი ქალიშვილი იზრდება, ისინი ილიკო სუხიშვილს სხვადასხვა ქალისგან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ილიკო საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს და მედიასთან თითქმის არ კონტაქტობს, ცნობილია, რომ ის ორჯერ იყო დაოჯახებული. პირველად რუსეთში სწავლისას, რუს გოგონაზე, რომელსაც მალე დაშორდა. ყოფილ ცოლზე მედიაში არაფერია ცნობილი. თუმცა პირველი ქალიშვილი დარია (დაშა) სუხიშვილი თბილისში პოპულარული გოგონაა. განაგრძეთ კითხვა