2 წლის ნოე ქოჩქიანს დაუდგენელი დაავადება აქვს და საზღვარგარეთ გამოკვლევების ჩატარება და შესაბამისი მკურნალობა სჭირდება. ბავშვის დედა ჟანა თვალაბეიშვილი ნოეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უფრო ვრცლად გვესაუბრება:
- თავდაპირველად, კიდურებზე სილურჯეები შევნიშნეთ. გვეგონა, რომ ცელქობდა და ამის გამო ჰქონდა, მაგრამ შემდგომ სხეულის ისეთ ადგილებზეც გაუჩნდა, რომლებსაც თამაშის დროს ვერ დაიზიანებდა. ასევე, პირის ღრუში დიდი სისხლჩაქცევები რომ ვნახეთ, მაშინვე იაშვილის კლინიკაში წამოვედით.
კლინიკაში შემოსვლისას, ბავშვს იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის დიაგნოზი დაუსვეს. მას ლეიკოპენიაც დაერთო, ლეიკოციტები, ლამის, განულდა. ბიოფსია ორჯერ ჩაუტარეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, კონკრეტული დიაგნოზი არ გვაქვს და ზუსტად არ ვიცით, რა სჭირს. სავარაუდო დიაგნოზი აპლაზიური ანემიაა. კლინიკაში შეყვანისას თრომბოციტების რაოდენობა 25 ათასი ჰქონდა. ნორმა 150 ათასია. ძალიან დიდი მკურნალობის შედეგად, სამწუხაროდ, ახლა 44 ათასზე აქვს.
ბავშვი საზღვარგარეთ მკურნალობასა და იმ კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს, სადაც ექნებათ აპარატურა, რომელიც ძვლის ტვინის ბიოფსიას გამოიკვლევს და დადგინდება, აქვს თუ არა აპლაზიური ანემია. ჯერჯერობით, კონკრეტული თანხა არ ვიცით. საბუთების შეგროვების პროცესში ვართ. შემდეგ თურქეთის კლინიკაში უნდა გავაგზავნოთ და იქიდან მივიღებთ ინფორმაციას, თუ რა თანხა დაგვჭირდება. ამიტომ, ვჩქარობთ. ბავშვი მიუხედავად იმისა, რომ თრომბოციტების გასაზრდელად ბევრ გადასხმას იკეთებს, მათი რაოდენობა არ იმატებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, თანხა სწრაფად შევაგრვოთ, რომ როდესაც კლინიკიდან კონკრეტულ პასუხს მივიღებთ, წასასვლელად მზად ვიყოთ.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ:
საქართველოს ბანკი:
#GE74BG0000000673337200
თიბისი ბანკი:
#GE97TB7840345064300026
მიმღები ბესიკ ქოჩქიანი