სანამ ბავშვი მანქანის სავარძელში იყო დაბმული, მამა სახლში შევიდა PlayStation-ის სათამაშოდ დაჯდა. კრისტოფერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მას უბრალოდ არ სურდა მძინარე გოგონას გაღვიძება, გადაწყვიტა ნახევარი საათით დაეტოვებინა. როგორც მოგვიანებით გაკვეთისას გაირკვა, ბავშვმა მინიმუმ სამი საათი გაატარა სიცხეში, დახურულ სივრცეში, სანამ მისი უსიცოცხლო სხეული სამსახურიდან დაბრუნებულმა დედამ არ აღმოაჩინა.
გოგონას დედის თქმით, სახლში მისვლისას ქმარს ჰკითხა თუ, სად იყო მათი ქალიშვილი, შემდეგ კი მანქანაში სიცოცხლის ნიშნების გარეშე იპოვა. პარკერი სასწრაფოდ გადაიყვანეს ტუსონის საავადმყოფოში, სადაც, სხვათა შორის, ქალი ანესთეზიოლოგად მუშაობს, მაგრამ გოგონას ვეღარ უშველეს და ექიმებმა სიკვდილი დააფიქსირეს.
კითხვაზე, თუ რას აკეთებდა მამა, სანამ პარკერი მანქანაში იმყოფებოდა, ბავშვებმა უპასუხეს, რომ მან ჭუჭყიანი ჭურჭელი ნიჟარაში ჩაალაგა, შემდეგ კი საყვარელი კომპიუტერული თამაში დაიწყო.