ცისნამი საყვარლიშვილი წარმატებული ემიგრანტი ქალია და მას ქართველი მკითხველი კარგად იცნობს. ის ახლა უკვე ორი წიგნის ავტორია და ამერიკაში საყვარელ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. წლების შემდეგ შეძლო და თან წაიყვანა შვილი, რომელიც მომავალი კალათბურთელია....
თუმცა იქამდე მის ცხოვრებაში იყო ბევრი სირთულე, წარუმატებელი პირველი ქორწინება, ემიგრანტის გზა, საქართველოში დატოვებული მცირეწლოვანი შვილი და ქორწინება ასაკით უფროს მამაკაცთან, რის გამოც, დღემდე საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებს.
- ცისნამი, მთელი საქართველო გიცნობთ, როგორ წარმატებულ ემიგრანტ ქალს, ორი წიგნის ავტორს, თუმცა ამის მიღმა არც ისე მარტივი ცხოვრება დგას. არასოდეს გისაუბრიათ როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე.
ის იდგა და მათი ხელი ხელში ეჭირა სიკვდილის წინ. ერთმა მომაკვდავმა ფრანგმა ქალბატონმა სთხოვა, პარიზში წამიყვანეო, რადგან იქ ნატრობდა სიკვდილს და ის ქალბატონი პარიზში გადააფრინა. თავისი სურვილით, სიყვარულით ყველას ეხმარებოდა. ის იყო “სარა ლორენსის” უნივერსიტეტის საბჭოს წევრი. მთელი ნიუ-იორკი და “აფერ ისტ საიდი” პატივს სცემდა. პრინც ფილიპთან ერთად დააარსა “United Colleges.” საუბრობდა ოთხ ენაზე: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური. ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული და ყველაზე მაღალი ჯილდოები აქვს აღებული ამერიკის პრეზიდენტებისგან. ასეთი ძლიერი ქალის ასისტენტობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ალექსანდრემ მე იმიტომ ამიყვანა, რომ იტალიურად სრულყოფილად ვსაუბრობდი და ორი უმაღლესის დიპლომი მქონდა. ასე დავიწყე დედამისთან მუშაობა.
- ერთ-ერთ გადაცემაში მოყევით, რომ საბუთის გამო დაქორწინდით, იმის გამო, რომ ამერიკა არ დაგეტოვებინათ.
- იმ პერიოდში ტრამპი იყო პრეზიდენტი და თავის ამომრჩეველს დაპირდა ემიგრანტების გაყრას ამერიკიდან. ამ სიაში მეც მოვხვდი. ვინაიდან ალექსანდრეს არ უნდოდა რომ დედამისი მარტო დამეტოვებინა, აღფრთოვანებული იყო ჩვენი ურთიერთობითა და თანაცხოვრებით, ყველაფერი გააკეთა, რომ მე ამერიკაში დავრჩენილიყავი.
-
- ხშირად აქვეყნებთ ფოტოებს თქვენს მეუღლესთან ერთად, შვილთან, რომელიც წლების შემდეგ წაიყვანეთ შტატებში, მაგრამ კადრებში არ ჩანან თქვენი მეუღლის შვილები.
- სამწუხაროდ ჩემი მეუღლის შვილები, ისევე როგორც ის ორი ძმა, დასანახავად ვერ მიტანენ. ორივეს ვძულვარ და ვეზიზღები. რომ ჰკითხო რატომ, გეტყვიან, რომ მე მათი ოჯახის შესაფერისი არ ვარ. ჩემს მეუღლეს რომ გაიცნობთ, ეგრევე მიხვდებით, ძალიან არისტოკრატულ, მაღალი კლასის საზოგადოებაში გაიზარდა. ადამიანს ეს ყველაფერი ეტყობა. აღზრდას და სოციუმს დიდი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მე ბავშვობიდანვე ვცდილობდი წიგნიერი, განათლებული და მცოდნე გოგო ვყოფილიყავი, მაინც სოფელ ვაჩნაძიანის ერთ პატარა, ხევის უბანში გავიზარდე გლეხებთან ერთად და სოფლის ორღობეში დავდიოდი. როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება ჩვენი სოციუმი. ასევე ახალგაზრდა ვარ, შვილის გაჩენა შემიძლია და ამათ ის ვერ მოუნელებიათ, რომ მამამისის ქონებაში შევეცილები და ახლა კიდევ შვილი რომ გავაჩინო, ჩემს შვილსაც ზუსტად იგივე უფლებები ექნება, როგორც მათ.
გულახდილად გეტყვი, შტერი ვარ, ან აქამდე, ამდენი ხანი რატომ ვიცდიდი. უკვე უნდა მყოლოდა შვილი. აქამდე ღმერთისთვის და სამყაროსთვის არ მითხოვია, ახლა კი მუხლებზე დამხობილი ვთხოვ, რომ ერთი ჯანმრთელი ბიჭი მაჩუქოს, რომ ალექსანდრეს თავისი ოცნება ავუსრულო, როგორც მან ამიხდინა ყველა ოცნება და მომავალი პატარა “ბარონი” ვაჩუქო. ღმერთო, დამლოცე და ბავშვი მაჩუქე.