დღეს ძნელია სიმდიდრით და ფუფუნებით ვინმე გააკვირვო, მაგრამ ამბანების უმდიდრესმა ოჯახმა მთელი მსოფლიოს გაოცება შეძლო. საქმე მილიარდერ მუკეშ ამბანის ვაჟის, ანანტ ამბანის გახმაურებულ ქორწილს ეხება, რომელიც თვეების განმავლობაშ გრძელდებოდა და ახლახან დასრულდა, თუმცა იქ დახარჯულ მილიონებს და არნახულ სიმდიდრეს დღემდე განიხილავენ.
სასიძო ქორწილში 1,5 მილიონიანი როლს როისით მივიდა, რომელსაც სუფთა ოქროთი ნაქსოვი ბადე ჰქონდა შემოხვეული.
ქორწილის შემდეგ ბევრმა გაიხსენა, რომ ანანტ ამბანი ყოველთვის უძვირფასესი ქვებისგან დამზადებულ მაჯის საათებს ატარებს, ასევე ლალის ღილებს. სხვათა შორის, მაღალი ხარისხის ლალი ერთ-ერთი იშვიათი და ძნელად მოსაპოვებელი ქვაა თანამედროვე მსოფლიოში.
დამკვეთები თვეობით ელოდებიან თითოეულ ღილს, თუმცა მილიარდერი მამის წყალობით, ანანტს ლალის ღილებიც ხშირად ამშვენებს და ოქროს ძაფებით ნაქარგი სამოსიც. დიახ, ეს ნაქარგები ნამდვილი ოქროს უწვრილესი ხვეულებისგან არის შესრულებული.
ანანტის უნიკალურ ნივთებს შორისაა ყვითელი ბრილიანტებისგან დამზადებული ლომი, რომელსაც პირით 50 კარატიანი ბრილიანტი უჭურავს. ასევე ზურმუხტის ვეფხვი, ალმასებით გაფორმებული სპილო და ბევრი სხვა. მისი ბრილიანტის საათების კოლექციიდან კი არც ერთი მათგანი მილიონ დოლარზე ნაკლები ღირებულების არ არის.
ბრილიანტებით მოკაშკაშე სასიძოს ფონზე, პატარძალს ქორწილის პირველ დღეს არც ერთი ბრილიანი არ ეკეთა. რადიკა მერჩანტს მოელვარე სამოსის მიუხედავად, ძვირფასეულობა არ აუსხამს. თუმცა კაბას ურალოსაც ვერ დაარქმევთ. კაბაც და სამკაულებიც მთლიანად ცოცხალი ყვავილებისგან იყო მოწნული. 3 მეტრზე მეტი სიგრძის ქსოვილი მთლანად ჟასმინის და მარგარიტას კვირტებისგან მოქსოვეს. ამ ყვავილების შეგროვებაზე 5 ადამიანი მუშაობდა. მართლაც ულამაზესი კაბა გამოვიდა და ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა პატარძალი ძვირფასეულობის გარეშე გამოჩნდა.