მადონას შვილი ქირით ცხოვრობს ღარიბულ უბანში და ხშირად საჭმლის ფულიც არ აქვს - უმდიდრეს მომღერალს შვილების სიბერემდე რჩენა არ სურს - მშობლები

მადონას შვილი ქირით ცხოვრობს ღარიბულ უბანში და ხშირად საჭმლის ფულიც არ აქვს - უმდიდრეს მომღერალს შვილების სიბერემდე რჩენა არ სურს

2024-07-20 21:19:40+04:00

ლეგენდარულ მომღერალს მადონას სულ ექვსი შვილი ჰყავს - ორი ბიოლოგიური და ოთხი ნაშვილები. დევიდი მალავიდან 2005 წელს იშვილა, როცა ჯერ კიდევ ინორეჟისორსა და სცენარისტ გაი რიჩიზე იყო დაქორწინებული. ნაშვილები დევიდ ბანდა პრესისთვის ყოველთვის არანაკლებ საინტერესო იყო, ვიდრე ლურდესი ლეონი ან როკო რიჩი.მადონამ არაერთხელ თქვა, რომ მასთან განსაკუთრებულ კავშირს გრძნობდა. ბიჭს დედისგან ექსტრავაგანტული და კაშკაშა სამოსის მიმართ ლტოლვა გადაეცა. ის არაერთხელ გამოვიდა მოდის ჩვენებებზე, სოციალურ ღონისძიებებზე პროვოკაციული იმიჯით გამოჩნდა და შიშველი ცეკვავდა დედის კონცერტებზე. თაყვანისმცემლებს ბევრჯერ აღუნიშნავთ, რომ შვილებიდან მადონას ყველაზე მეტად სწორედ დევიდი ჰგავს.

728x534-1-7b745c37f85dcbfdb38c3a079645a4074000x2935-0x5p1zi7xk-1881668515364510848-1721497717.jpg

ამ მჭიდრო კავშირის მიუხედავად, დავითმა გადაწყვიტა მშობლიური სახლიდან ცალკე გასულიყო და დამოუკიდებლად ეცხოვრა. 18 წლის ბიჭმა მშობლების თბილი ბუდე მიატოვადა შეყვარებულთან ერთად ბინა ბრონქსში იქირავა. თუმცა, როგორც ჩანს, დედას არ უთქვამს დავითისთვის, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება ძალიან გაუჭურდებოდა.

ახლა ახალგაზრდა მუსიკოსი რეპეტიტორობით არის დაკავებული და გიტარის ონლაინ გაკვეთილებს ატარებს. ეს ფული მას ქირის გადასახდელად ძლივს ჰყოფნის, მაგრამ ნორმალური კვებისთვის არ ჰყოფნის. სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ვიდეოში მადონას ვაჟმა აღიარა, რომ ხანდახან საჭმლის ფულიც კი არ აქვს.

„საღამოს ცხრა საათია, მშიერი ვარ და საჭმლის ფული არ მაქვს, ამიტომ ნარჩენების ასაღებად მივდივარ. კარგია ახალგაზრდობა“, - გულწრფელად გაუზიარა დევიდმა თავისი გასაჭირი გამომწერებს.

483x600-1-744ed4f3fa203b89f148de4c8b444e59666x828-0x2dkb9ibz-0964781880502898466-1721497774.jpg

ზოგიერთმა გულშემატკივარმა მხარი დაუჭირა ბიჭს, რომელიც ასე ოპტიმისტურად არის განწყობილი სირთულეების მიმართ და ყველაფრის მალე გამოსწორება უსურვა. ბევრმა აღნიშნა, რომ მოსწონს მისი უბრალო ცხოვრება, რადგან შეეძლო განებივრებული, ფულისგან "გაფუჭებული" ახალგაზრდა ყოფილიყო, როგორც ხშირად ემართებათ მილიონრების შვილებს.

487x600-1-ca5eec86dd9ccb9f062cdde0bde2e55c1080x1331-0xac120003-2096978391629224328-1721497788.jpg
მადონას შვილები

თუმცა, ინტერნეტმომხმარებლების უმეტესობა აღშფოთებულია მისი გაჭირვებით, რადგან წელს მადონა მესამე უმდიდრესი შემსრულებელი გახდა ამერიკაში. The Sun-ის ცნობით, ვარსკვლავის ქონებამ 650 მილიონ ფუნტს მიაღწია. მას შეეძლო დავითისთვის ბინა ეყიდა და სიცოცხლის ბოლომდე დახმარებოდა შვილებს. მაგრამ, როგორც ჩანს, მადონა არ აპირებს შვილების მტელი სიცოცხლის განმავლობაში რჩენას.