გვანცა დარასელია ვაჟთან - ერეკლე მჭედლიძესთან ერთად სტუმრობდა ლელა წურწუმიას გადაცემას. დედა-შვილმა ისაუბრა გახსნილ ურთიერთობაზე, რომელიც აქვს. ერეკლემ აღნიშნა, რომ ყველაფერს უყვება დედას და მისი მესაიდუმლეა. როცა დედა მოწყენილია, ცდილობს გაახალისოს, ეთამაშოს და ყურადღება გადაატანინოს. უფროსების კი ის არ მოსწონს, რომ რაც მათ კარგად გამოსდით, ცდილობენ, შვილებიც იმ გზისკენ წაიყვანონ. მაგალითად კი მოიყვანა, რომ მის მორაგბე მამას ძალიან უნდოდა, ისიც რაგბს გაჰყოლოდა, თუმცა ერეკლემ ფეხბურთი არჩია.
გვანცამ ისაუბრა ასევე დედობის სირთულეებზე, თაობების სხვადასხვა შეხედულებაზე და იმაზეც, რომ ხანდახან დედებსაც ეშლებათ და ბოდიშის მოხდა აუცილებელია. "გადაღლილ დედებს გვაქვს ის მომენტი, რომ მოგვდის ზედმეტი"...