პროექტ "ვინ ვინ არის" მორიგი სეზონის ყველა ეპიზოდის ფინალი სიურპრიზია ხოლმე, რადგან ნიღბების მიღმა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები დგანან და სულ სხვა რაკურსიდან ჩნდებიან. მაგალითად, ამ სეზონის ერთ-ერთი დიდი სიურპრიზი იყო ნონა გაფრინდაშვილი სცენაზე. თუმცა ფინალი კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა.
ფინალში გადასული სამეულიდან, მესამე ადგილზე შანდლის კოსტიუმში გამოწყობილი არტისტი გავიდა, რომელიც ნატალია ქუთათელაძე აღმოჩნდა.
ასევე მოულოდნელი იყო მეორეადგილოსანის ვინაობის გამჟღავნება. პანდას კოსტიუმში ირაკლი ნოზაძე (პიკასო) იმალებოდა.
ხოლო გამარჯვებული გახდა ჩელოს კოსტიუმში გამოწყობილი ირაკლი კავსაძე, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის ჩამოვიდა ამერიკიდან.