"ამ ოპერაციას ძალიან დიდხანს ველოდით... პირველი ეტაპი დაგეგმილია" - შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ დათი ქოქრაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მშობლები

"ამ ოპერაციას ძალიან დიდხანს ველოდით... პირველი ეტაპი დაგეგმილია" - შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ დათი ქოქრაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

2024-07-24 11:29:01+04:00

შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ოპეტრაციისთვის ემზადება. მას რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაცია უნდა ჩაუტარონ, რომელსაც დათი დიდი ხანია ელოდება. მისი ოჯახი დახმარებას ითხოვს.

"მეგობრებო და მსოფლიოში ქართველო ემიგრანტებო! კიდევ ერთხელ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გავერთიანდეთ დათიკოსთვის. ყველამ ვიცით, პატარა დათიკო დედ-მამასთან ერთად იმყოფება ამერიკაში, სადაც აგრძელებს მკურნალობას. ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით ამ ოპერაციას. დათიკოს უტარდება რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაცია,რომელიც ტარდება რამდენიმე ეტაპად. პირველი ეტაპი დაგეგმილია 9 აგვისტოს. ამერიკაში მკურნალობა, მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ხარჯია და გთხოვთ, ვისაც რა შეგვიძლია, კიდევ ერთხელ დავუდგეთ ოჯახს. მათთვის 1 ლარიც მნიშვნელოვანია.

სიკეთე გადამდებია გთხოვთ პოსტი გადააზიაროთ", - წერს სოციალურ ქსელში თეა ცხადაძე.

#GE90BG0000000101545483საქ. ბანკი. - მიმღები დედა ქრისტინე მამუკაშვილი

#GE05TB7962745064300024თბს. ბანკი - მიმღები დედა ქრისტინე მამუკაშვილი

kokrashvili-1721806585.jpg