5 აგვისტოდან 28 აგვისტომდე რეტროგრადული მერკური გველოდება - რატომაა ეს თარიღები საყურადღებო და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ სირთულეები აირიდოთ - მშობლები

5 აგვისტოდან 28 აგვისტომდე რეტროგრადული მერკური გველოდება - რატომაა ეს თარიღები საყურადღებო და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ სირთულეები აირიდოთ

2024-07-26 12:57:00+04:00

2024 წლის აგვისტოში მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება. პლანეტა მერკური 5 აგვისტოდან რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს და 28 აგვისტოს დაასრულებს. ითვლება, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში ფერხდება ყველაფერი, რასაც აღნიშნული პლანეტა განაგებს. ამიტომა, ასტროლოგები ადამიანებს წინასწარ რეკომენდაციებით მიმართავენ ხოლმე, რომ შედარებით რთული და ემოციური პერიოდი მარტივად გაიარონ.

ამ დროს კომუნიკაცია გართულებულია და ემოციური ფონიც განსაკუთრებით იმატებს. რეტროგრადული მერკურის პერიოდში შესაძლოა, ბიზნესი, თქვენი საქმეები, წამოწყება შეფერხდეს, გეგმები კი მოულოდნელად შეგეცვალოთ. გაგიჭირდეთ კომუნიკაცია და სწორი დასკვნების გამოტანა. ამის გამო კი, კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. პრობლემები შეგექმნათ პირად ურთიერთობებში.

ასტროლოგიაში მერკური ბიზნესის მიმართულებას განაგებს, ჩართულია კომუნიკაციაში, მოლაპარაკებებში, ტრანზაქციებსა და მოგზაურობების საკითხებში. შესაბამისად, როდესაც ის რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სფეროში სირთულეებია მოსალოდნელი. ამიტომაც, თუ გსურთ, რომ აღნიშნულ პერიოდში სირთულეები თავიდან აირიდოთ, შეეცადეთ, ახალი პროექტების დაწყება აგვისტოს ბოლოსკენ გადადოთ. 1-2 სექტემბრის შემდეგ კი ამისთვის იდეალური პერიოდია.

რა არ უნდა გააკეთოთ რეტროგრადული მერკურის პერიოდში?

  • თუ გადაუდებელი შემთხვევა არ არის, ნუ დაგეგმავთ ოპერაციებს.
  • ნუ განახორციელებთ დიდ ფინანსურ ტრანზაქციებს. ფრთხილად იყავით ფულის დაბანდების ან უძრავი ქონების შესყიდვის დროსაც, რადგანაც რეტროგრადული მერკურის პერიოდში ფინანსური ოპერაციები არც ისე წარმატებულია.
  • ნუ დაიწყებთ ახალ პროექტებს. ჯობს, ეს სექტემბრის დასაწყისისთვის გადადოთ და არსებულ საქმეებზე კონცენტრირდეთ.
  • მომატებული ემოციური ფონის გამო, სპონტანური შესყიდვების რისკები იზრდება, ამიტომაც, ძვირად ღირებული ნივთების შეძენისას კარგად დაფიქრდით, რეალურად გჭირდებათ ის თუ არა.
  • მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. ამ დროს მცირე კამათიც კი შესაძლოა, სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

9-1721984575.jpg

რა უნდა გააკეთოთ რეტროგრადული მერკურის პერიოდში?

  • დაასრულეთ დაწყებული საქმეები.
  • გააანალიზეთ ძველი პროექტები და შეეცადეთ, ისწავლოთ იქიდან, რაც არ გამოგივიდათ.
  • თუ რემონტს გეგმავთ, ამისთვის ეს კარგი პერიოდია.
  • დაემშვიდობეთ მოძველებულ ნივთებსა და არასაჭირო ურთიერთობებს. ჩაატარეთ ერთგვარი აუდიტი.

ნებისმიერ შემთხვევაში, რეტროგრადული მერკურის პერიოდი არც ისეთი საშინელია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. აღნიშნულ პერიოდში თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, საკუთარ შიშებს, ეჭვებს კიდევ ერთხელ შეხვდეს და აღმოაჩინოს, რა უშლის ხელს წარმატებაში. გაანალიზონ არსებული ურთიერთობები, საქმეები და შემდეგი პერიოდისათვის ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყონ, უფრო გონივრული გადაწყვეტილებები მიიღონ და ცხოვრება გაიუმჯობესონ.

მიუხედავად იმისა, რომ პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას 28 აგვისტოს ასრულებს, ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში გარკვეული შეფერხებები შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს და სრულად 12 სექტემბრიდან აღდგეს.

ნუ ჩავარდებით პანიკაში, გამოიყენეთ ეს დრო ფიქრისა და ანალიზისთვის, შეხედეთ შეცდომებსაც და დაგეგმეთ ის ცვლილებები, რომლებიც წარმატებამდე მიგიყვანთ.