2024 წლის აგვისტოში მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება. პლანეტა მერკური 5 აგვისტოდან რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს და 28 აგვისტოს დაასრულებს. ითვლება, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში ფერხდება ყველაფერი, რასაც აღნიშნული პლანეტა განაგებს. ამიტომა, ასტროლოგები ადამიანებს წინასწარ რეკომენდაციებით მიმართავენ ხოლმე, რომ შედარებით რთული და ემოციური პერიოდი მარტივად გაიარონ.
ამ დროს კომუნიკაცია გართულებულია და ემოციური ფონიც განსაკუთრებით იმატებს. რეტროგრადული მერკურის პერიოდში შესაძლოა, ბიზნესი, თქვენი საქმეები, წამოწყება შეფერხდეს, გეგმები კი მოულოდნელად შეგეცვალოთ. გაგიჭირდეთ კომუნიკაცია და სწორი დასკვნების გამოტანა. ამის გამო კი, კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. პრობლემები შეგექმნათ პირად ურთიერთობებში.
ასტროლოგიაში მერკური ბიზნესის მიმართულებას განაგებს, ჩართულია კომუნიკაციაში, მოლაპარაკებებში, ტრანზაქციებსა და მოგზაურობების საკითხებში. შესაბამისად, როდესაც ის რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა სფეროში სირთულეებია მოსალოდნელი. ამიტომაც, თუ გსურთ, რომ აღნიშნულ პერიოდში სირთულეები თავიდან აირიდოთ, შეეცადეთ, ახალი პროექტების დაწყება აგვისტოს ბოლოსკენ გადადოთ. 1-2 სექტემბრის შემდეგ კი ამისთვის იდეალური პერიოდია.
ნებისმიერ შემთხვევაში, რეტროგრადული მერკურის პერიოდი არც ისეთი საშინელია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. აღნიშნულ პერიოდში თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, საკუთარ შიშებს, ეჭვებს კიდევ ერთხელ შეხვდეს და აღმოაჩინოს, რა უშლის ხელს წარმატებაში. გაანალიზონ არსებული ურთიერთობები, საქმეები და შემდეგი პერიოდისათვის ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყონ, უფრო გონივრული გადაწყვეტილებები მიიღონ და ცხოვრება გაიუმჯობესონ.
მიუხედავად იმისა, რომ პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას 28 აგვისტოს ასრულებს, ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში გარკვეული შეფერხებები შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს და სრულად 12 სექტემბრიდან აღდგეს.
ნუ ჩავარდებით პანიკაში, გამოიყენეთ ეს დრო ფიქრისა და ანალიზისთვის, შეხედეთ შეცდომებსაც და დაგეგმეთ ის ცვლილებები, რომლებიც წარმატებამდე მიგიყვანთ.