ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაში შემზარავი მკვლელობა მოხდა, ძმამ ძმა სასტიკი წამებით მოკლა. დამნაშავე სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს და ის ამჟამად დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება. როგორც ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიური პრობლემები ჰქონდა. დანაშაული წუხელ ღამით მოხდა. მან მძინარე ძმა ნაჯახით სასტიკად დაჩეხა. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები, არსებული ინფორმაციით, ამოღებულია მკვლელობის იარაღი - სისხლიანი ნაჯახი.
"ენითაუღწერელი სისასტიკეა მომხდარი. ბესიკ სილაგაძეა მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი, ის ამჟამად დაკავებულია და მან სისასტიკით მოკლა ძმა, ვასილ სილაგაძე, 50 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან. ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ, გარდაცვლილი ვასილი, დაოჯახებული იყო, მას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, ისინი იმ დროს ტრაგედიის ადგილას არ ყოფილან. როგორც ვიცი, ვასილის ოჯახი ქუთაისშია. როგორც ჩანს, სახლში ძმები მარტო იყვნენ. ბესიკს ფსიქიური პრობლემები ჰქონდა და ეს ამბავი ყველამ იცოდა სოფელში. მკურნალობდა კიდეც, მაგრამ შესაძლოა ბოლო დროს არც იღებდა წამლებს. სამწუხაროდ, ეს ტრაგედია მაინც დატრიალდა.
ამ ბიჭების მშობლები გარდაცვლილები არიან, ჯერჯერობით არ ვიცით რა იყო ამ უმძიმესი ტრაგედიის მიზეზი. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და ექსპერტები იტყვიან რა სახის დაზიანებები ჰქონდა მოკლულს. როგორც ვიცით, ძალიან ბევრი ჭრილობა აქვს მიყენებული, თავი სხეულიდან მოცილებულია, მუცელი გაფატრული, ბევრი დაზიანებით გარდაიცვალა. საშინელი სისასტიკეა ჩადენილი. ენითაუღწერელი ამბავია. განაგრძეთ კითხვა