"არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ მომენტს აღწერს..." - ილია თოფურიას შვილი შეეძინა. პირველი ემოციური კადრები სამშობიაროდან - მშობლები

"არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ მომენტს აღწერს..." - ილია თოფურიას შვილი შეეძინა. პირველი ემოციური კადრები სამშობიაროდან

2024-07-28 19:55:04+04:00

ილია თოფურია და მისი მეუღლე ჯორჯინა მშობლები გახდნენ. ცნობილმა სპორტსმენმა ფოტო გამოაქვეყნა სამშობიაროდან შემდეგი ტექსტით: "არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ მომენტს აღწერს. მადლობა, ღმერთო, დიდი მადლობა".

ჯორჯინამ კი მამა-შვილის ემოციური ვიდეო გაასაჯაროვა.

როგორც სქესის გაგების ცერემონიიდან იყო ცნობილი, წყვილი ქალიშვილს ელოდებოდა.

წინა ურთიერთობიდან სპორტსმენს უკვე ჰყავს ვაჟი და ახლა ორი შვილის მამაა.

snapinsta-1722183003.app_453428533_1196947908009091_1080531159139634081_n_1080.jpgsnapinsta-1722183003.app_448223826_773980984934118_2769482122444112241_n_1080.jpg

snapinsta-1722183002.app_448222533_983984559891106_4039218742567681273_n_1080.jpg