"ბაღში ძიძამ ბრუციანი დამიძახა, ჩავჯექი კარადებთან და ვტიროდი, სახეს მწვავდა ჩემი ცრემლები“ - ნატალია ვეფხვაძის მოგონებები ბავშვობაზე და დედაზე, რომელიც 9 აპრილის სიმბოლოა - მშობლები

"ბაღში ძიძამ ბრუციანი დამიძახა, ჩავჯექი კარადებთან და ვტიროდი, სახეს მწვავდა ჩემი ცრემლები“ - ნატალია ვეფხვაძის მოგონებები ბავშვობაზე და დედაზე, რომელიც 9 აპრილის სიმბოლოა

2024-07-28 20:35:28+04:00

9 აპრილის გმირის,ლელა ვეფხვაძისქალიშვილი, მომღერალი ნატალი ვეფხვაძე13 წლის წინ “ნიჭიერში“ გამოვიდა, რითიც მთელ საქართველოს დაამახსოვრა თავი. თავისი ნიჭით აღაფრთოვანა ჟიურიც.

ნატალი ვეფხვაძე გადაცემას “როგორ გადავრჩი“ ესტუმრა და მხედველობის პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც ბავშვობიდან აქვს. მან ყველაზე ცუდი მოგონება გაიხსენა.

“ჩემი ცხოვრების ლაქა“ - ასე შეაფასა საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარის, ჟუჟუნას დამოკიდებულება მისდამი.

“სახელიც კი მახსოვს იმ ქალის, ჟუჟუნა ერქვა. არ ვიცი, რატომ ანიჭებდა ამხელა სიამოვნებას ჩემი დამცირება.ბავშვები რომ ვიყავით შეკრებილები: “ბრუციანი მოვიდა, ნახეთ როგორი ბუციანია ბავშვებო“ - ამბობდა ხოლმე. ეს სიტყვა დღესაც იმდენად მეზიზღება და მძულს, რომ არ ვიცი, ადამიანმა როგორ უნდა გაწყენინოს რომ ეგ უთხრა.

გავედი ოთახიდან, ჩავჯექი კარადებთან და დავიწყე ტირილი. ისე ვტიროდი, საკუთარი ცრემლები სახეს მწვავდა. სადილიც არ ვჭამე იმ დღეს. განაგრძეთ კითხვა